8-მილიონიანი გაუგებრობა

AutoSharing Option
„შტუტგარტის“ ხელმძღვანელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და როგორც მოსალოდნელი იყო, რუმინელ თავდამსხმელ ჩიპრიან მარიკას, რომელმაც გერმანულ კლუბში იმედები ვერა და ვერ გაამართლა, 2012 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტეს.

შესაბამისად, რუმინელი უფასოა, თუმცა „შტუტგარტისთვის“ არც ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან შვაბები რუმინელს 2.5 მილიონი ევროს სახით, წელიწადში ძალიან მაღალ ხელფასს უხდიდნენ. „შტუტგარტი“ სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი ამბობს, ჩიპრიანს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებო.

შეგახსენებთ, რომ მარიკა, რომელიც წლის დასაწყისში მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას ეჩხუბა, „შტუტგარტში“ 2007 წლიდან თამაშობდა. ოთხი წლის წინ შვაბებმა დონეცკის
„შახტარს“ მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაუხადეს და რუმინელმა ამ თანხიდან ერთი მილიონის საქმეც კი ვერ გააკეთა.

ბუნდესლიგის 93 მატჩში მის ანგარიშზე მხოლოდ 19 გოლია, რაც, დაგვეთანხმებით, ცენტრფორვარდისთვის ძალიან ცუდი შედეგია. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის თავდამსხმელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული