ტრანსფერი, რომლის შესახებაც საუბარი ორი თვის წინ დაიწყო, ბოლო დროს უტოპიური ჩანდა, რადგან ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები ახალგაზრდა გერმანელში 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, „ბაიერნს“ კი ეს თანხა ძალიან ეძვირებოდა.
სწორედ ამიტომ შევიდა მოლაპარაკებები ჩიხში და როგორც კი „ბაიერნის“ შეფებმა თქვეს, თუ „სიტი“ დათმობაზე არ წამოვა, ბოატენგზე ხელს ჩავიქნევთო, მანჩესტერელებმა ბოატენგის ფასი დააგდეს! ამრიგად, შეთანხმება შედგა და მართალია, კლუბები სატრანსფერო თანხას ასაიდუმლოებენ, მაგრამ „ბილდის“ ინფორმაციით, „სიტი“
ბოატენგი ახლა „სიტისთან“ ერთად ლოს ანჯელესშია, სადაც მანჩესტერელები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, მაგრამ რაკი ტრანსფერი გადაწყდა, ჟერომი ამ დღეებში მიუნხენში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს, რის შემდეგაც ოფიციალურად გახდება ბავარიელი. ამრიგად, ჟერომ ბოატენგი მანუელ ნოიერის, ნილს პეტერსენის, ტაკაში უსამისა და დეილ ჯენინგსის შემდეგ, „ბაიერნის“ რიგით მეექვსე ახალწვეულია. ამასთან, ჟერომის სახით მიუნხენელებს გერმანიის ნაკრების რიგით მერვე მოთამაშე ეყოლებათ - ნოიერის, ბადშტუბერის, ლამის, კროოსის, შვაინშტაგერის, მიულერისა და გომესის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგი „მანჩესტერ სიტიში“ ზუსტად ერთი წლის წინ, „ჰამბურგიდან“ გადავიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტრანსფერით მიუნხენურმა გრანდმა უკანასკნელი სიცარიელეც ამოავსო - რეკორდმაისტერს გაძლიერება ყველაზე მეტად დაცვის ცენტრში სჭირდებოდა. ბოატენგს დანიელ ვან ბუიტენთან და ჰოლგერ ბადშტუბერთან მოუწევს კონკურენცია.
„მანჩესტერ სიტისთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მათი დათანხმება ძალიან გაგვიჭირდა. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჟერომ ბოატენგის ყიდვა შევძელით. მისი სახით „ბაიერნში“ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მაღალი კლასის მცველი გადმოდის,“ - ეს „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.
ახლა ვუჩინიჩის რიგია?
როგორც ჩანს, „ბაიერნი“ სატრანსფერო აქტივობებს ბოატენგის ტრანსფერის შემდეგაც არ დაასრულებს. გუშინ, იტალიური გაზეთი „გაძეტა დელო სპორტი“ წერდა, რომ მიუნხენურმა კლუბმა „რომას“ თავდამსხმელ მირკო ვუჩინიჩს დაადგა თვალი. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, „ბაიერნი“ მზადაა, 27 წლის თავდამსხმელში 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა „ბაიერნს“ სერიოზული კონკურენტები ჰყავს - ვუჩინიჩის ყიდვა „იუვენტუსს“ და „ტოტენჰემსაც“ უნდათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"