12 წლის შემდეგ: ალოფსი და შააფი მთავრდება?

AutoSharing Option
ბრემენის „ვერდერში“ უმძიმესი მდგომარეობაა. კატასტროფული სეზონის შემდეგ (ვერდერმა ბუნდესლიგაში მე-13 ადგილი დაიკავა), ბრემენულ კლუბს სასწრაფოდ გაძლიერება სჭირდება, მაგრამ ტრანსფერებისთვის თანხის გამოყოფა შეუძლებელია - „ვერდერს“ ფული არ აქვს!

შესაბამისად, მენეჯერ კლაუს ალოფსს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე ვილი ლემკეს ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბათ.

„ვერდერს“ პირველ რიგში დაცვაში სჭირდება გაძლიერება, რადგან ყველა წამყვანი უკანახაზელი ტრავმირებულია. ამიტომაც ითხოვა მწვრთნელმა თომას შააფმა, ბერძენი მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი მიყიდეთო, მაგრამ ლემკემ 23 წლის მცველის შეძენაზე უარი უთხრა - ფულის არქონის გამო. სწორედ ამაზე განრისხდა მენეჯერი ალოფსი, რომელიც ამბობს,
ვალის აღებაც რომ დაგვჭირდეს, ახალი ცენტრალური მცველის ყიდვა აუცილებელიაო. ალოფსი მართალია, რადგან ნალდო, პერ მერტეზაკერი, მიკაელ სილვესტრი და სებასტიან პრიოდლი ტრავმირებულები არიან და „მუსიკოსებმა“ დღემდე მხოლოდ ერთი ახალი მცველის, ექს-ნიურნბერგელი ანდრეას ვოლფის გადაბირება მოახერხეს.

კლაუს ალოფსი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ასეთების მოსმენა „ვერდერში“ ცოტა ხნის წინ გამორიცხული რომ იყო. ამბობს, თუ სამეთვალყურეო საბჭოს მე და შააფი აღარ მოვწონვართ, შეუძლიათ, კონტრაქტები შეგვიწყვიტონო. ალოფსსა და შააფს „ვერდერთან“ ხელშეკრულებები 2012 წლის ივლისამდე აქვთ გაფორმებული. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი იმასაც რ გამორიცხავენ, რომ ალოფსმა პოსტი ახლავე დატოვოს და მას შააფიც მიჰყვეს. შეგახსენებთ, რომ კლაუს ალოფსი „ვერდერის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე 12 წელია მუშაობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული