მაგათი დამშვიდდა: დაცვა ვარგა!

AutoSharing Option
„ვოლფსბურგმა“ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებული ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ცენტრალური მცველი მარკო რუსი იყიდა, რის შემდეგაც „მგლების“ 57 წლის დამრიგებელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი დამშვიდებულია - „დესპოტი ფელიქსი“ ფიქრობს, „ვოლფსბურგი“ დაცვაში კარგადაა დაკომპლექტებული.

მაგათს რუსის ყიდვა ისედაც უნდოდა, მაგრამ 32 წლის არნე ფრიდრიხის ტრავმამ ტრანსფერი დააჩქარებინა - ეს უკანასკნელი ორიოდე კვირის წინ დაშავდა.

„ფრიდრიხის ტრავმამ ძალიან დამამწუხრა, მაგრამ მარკო რუსის ყიდვის შემდეგ მშვიდად ვარ. ჯერ ერთი, იმედი მაქვს, რომ ფრიდრიხი პირველივე წრეში დაგვიბრუნდება და რომც ვერ დაბრუნდეს, მაინც ვფიქრობ, რომ დაცვის ხაზში კარგად
ვართ დაკომპლექტებულები,“ - უთხრა მაგათმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

სადღეისოდ, „დესპოტი ფელიქსის“ განკარგულებაში სამი კარგი ცენტრალური მცველია: ზემოთ ხსენებული მარკო რუსი, ალექსანდერ მადლუნგი და დანიელი სიმონ კიაერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული