ნოლან რუ "შალკეში" არ გადავა

AutoSharing Option
„ლელოს“ მკითხველები ინფორმირებულები არიან იმის შესახებ, რომ „შალკე“ ახალ თავდამსხმელს ეძებს. სიახლე ის არის, რომ სასურველ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი მოწინავე ფორვარდი ნოლან რუ ლევან ყენიას კლუბში არ გადავა.

გელზენკირხენული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა, რომ „ბრესტისგან“ უარი მიიღო. „თავიდანვე უარი გვითხრეს, მაგრამ მერე გაცილებით უკეთესი წინადადებით მივმართეთ და მაინც უარი შემოგვითვალეს. ერთი სიტყვით, ნოლან რუ ჩვენთან არ გადმოვა,“ - უთხრა ჰელდტმა „ბილდს“.

შესაბამისად, „შალკემ“ აქცენტი ახლა მთლიანად ჩიპრიან მარიკაზე უნ
და გადაიტანოს - ფორვარდზე, რომელიც ერთი კვირის წინ „შტუტგარტიდან“ გააგდეს და უფასოა. შესაბამისად, წესით „შალკეს“ რუმინელის დათანხმება არ უნდა გაუჭირდეს. ჰელდტი აღიარებს, რომ მარიკას აყვანა გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული, რადგან მან „შტუტგარტში“ იმედები ვერ გაამართლა, მაგრამ სჯერა, რომ რუმინელი „შალკეში“ გაიხსნება. ბრაზილიელი თავდამსხმელი ედუ კი გელზენკირხენულ კლუბს სავარაუდოდ დატოვებს. ჰელდტის თქმით, მას იაპონიიდან აქვს შეთავაზებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული