პოდოლსკი: ის ჩემია!

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის დაწყებამდე ორკვირანახევრით ადრე „კიოლნში“ დენთის სუნი ტრიალებს. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ იქნება „თხების“ კაპიტანი ახალ სეზონში.

წესით, გუნდის თავი ლუკას პოდოლსკი უნდა ყოფილიყო, რომელსაც კაპიტნის სამკლვური გასული სეზონის მეორე წრიდან „კიოლნის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფრანკ შეფერმა ჩააბარა, მაგრამ „თხებს“ ახლა ახალი თავკაცი ჰყავთ, რომელიც ამბობს, კაპიტნის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა, გუნდის თავს მაშინ დავნიშნავ, როცა ჩავთვლი, რომ ყველა მოთამაშე კარგად გავიცანიო. პოდოლსკი კი სამკლავურის დათმობას არ აპირებს და ამბობს, მისი შენარჩუნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებო.

არადა, ლუკასს სამკლავური არცერთ ტესტ-მატჩში არ
ეკეთა. უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში (პანათინაიკოსთან) გუნდის თავი კევინ პეცონი გახლდათ, რომელმაც სამკლავური თვით მთავარი მწვრთნელისგან, სტალე სოლბაკენისგან მიიღო. პოდოლსკი კი არ ცხრება და სანამ სოლბაკენი ახალ კაპიტანს ოფიციალურად დაასახელებს, ლუკასი ბრძოლას აპირებს.

„გვერძე ნაღდად არ გავდგები და არ ვიტყვი, კაპიტნობა აღარ მინდა-მეთქი. სამკლავური ძალიან მეამაყება და მის დათმობას არ ვაპირებ. „კიოლნის“ კაპიტნობა ჩემთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, რომ გასული სეზონის მეორე ნახევარში ღირსეული კაპიტანი ვიყავი და ამ სტატუსის ჩამორთმევას არ ვიმსახურებ,“ - ამბობს 26 წლის ცაცია თავდამსხმელი „კიოლნერ ექსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მწვრთნელი სოლბაკენი ხვდება, რომ კაპიტნის საკითხის წამოშრით სიტუაცია დაძაბა და ცდილობს, შექმნილი ვითარება განმუხტოს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო კაპიტანი ამხანაგურ შეხვედრებში, გუნდის თავს ოფიციალურად გერმანიის თასის პირველი ეტაპის წინ დავასახელებ და გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მაქვს მიღებულიო. გამოდის, პოდოლსკის ნერვიულობა მინიმუმ 31 იანვრამდე მოუწევს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს, როცა „პანათინაიკოსთან“ შეხვედრაში სამკლავური პეცონის ეკეთა, პოდოლსკისთან ერთად, მოედანზე კიდევ „კიოლნის“ ორი ექს-კაპიტანი იმყოფებოდა – იუსუფ მოჰამადი და მილოვოე ნოვაკოვიჩი.

წესით, კაპიტნობა პოლდის უნდა დარჩეს, რადგან ჯერ ერთი, „კიოლნის“ ფორმით ბუნდესლიგაში 140 თამაში აქვს ჩატარებული, გერმანიის ნაკრების ღირსება 89-ჯერ აქვს დაცული და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კიოლნელი ფანების უსაყვარლესი ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული