ფელიქსის ძველი გვარდიიდან კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ მეკარე დიეგო ბენალიოს საკითხი იყო. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ მაგათს ახლახან ნაყიდი თავდამსხმელი პატრიკ ჰელმესიც არ მოეწონებოდა - ეს უკანასკნელი ვოლფსბურგელებმა ხომ მაგათის მისვლამდე დაიბევეს.
როგორც ჩანს, ბენალიომ და ჰელმესმა მაგათს თავი მოაწონეს, რადგან ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გადაწყვეტილია, რომ ბენალიო „მგლების“ პირველი მეკარის
27 წლის ბენალიომ გასული სეზონი საკმაოდ სუსად ჩაატარა და სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ, დიდი შანსია, რომ მაგათმა დაიფრინოსო. იყო საუბრები იმის შესახებაც, რომ „ვოლფსბურგი“ „ვერდერის“ მეკარე ტიმ ვიზეთი იყო დაინტერესებული, მაგრამ ბენალიო დასტაბილურებულა და მაგათი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ შვეიცარიელი მომავალ სეზონშიც „ვოლფსბურგის“ პირველი ნომერი იქნება.
რაც შეეხება ჰელმესს - ფელიქსმა გასული სეზონის ბოლო ტურებში პატრიკი არ ათამაშა. როგორც ჩანს, ფორვარდმა მოსამზადებელ შეკრებაზე მართლა ძალიან მოინდომა. რაც შეეხება ათნომრიანი მაისურის მიღების პერსპექტივას - შანსი მართლა დიდია, რადგან მაგათი ჰელმესს ტესტ-მატჩებში გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშებს ხოლმე, მის წინ კი ორ ცენტრფორვარდს, სრდიან ლაკიჩსა და მარიო მანჯუკიჩს ამწესებს.
ფელიქსი არ მალავს, რომ დიდი შანსია, „ვოლფსბურგმა“ ახალ სეზონში სწორედ ასე ითამაშოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"