იურგენ კლინსმანი: ახლა ესპანეთს შევუტიოთ!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი ფიქრობს, რომ ბუნდესგუნდი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს არაფრით ჩამოუვარდება.

„გერმანიის ნაკრები დღეს უკვე საკმარისად მომწიფებული გუნდია იმისათვის, რომ გაისად ევროპის ჩემპიონი გახდეს. მიმაჩნია, რომ ბუნდესგუნდის მიზანიც მხოლოდ ეს უნდა იყოს. სწორედ ჩვენ გვყავს ახლა ისეთი გუნდი, რომელმაც პირველმა უნდა შეუტიოს ესპანეთს და ტახტიდან ჩამოაგდოს, - აცხადებს კლინსმანი გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი გვყავს. გვაქვს საჭირო თავდაჯერება და ამ თაობას დიდ ტურნირებზე თამაშის საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდაერთი
სიტყვით, ყველანაირად მზად ვართ იმისათვის, რომ გაისად, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენთვის პროგრამა მაქსიმუმიც და მინიმუმიც ევროპის ჩემპიონობა იყოს.“

კლინსის აზრით, მისმა შემცვლელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის ეროვნულ გუნდს უდიდესი პროგრესი განაცდევინა, რისი საუკეთესო დასტური მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ბუნდესგუნდის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ იმედები ვერ გაამართლა, იურგენი სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას გეგმავს.

„ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გერმანიის ნაკრების ან „ბაიერნის“ მწვრთნელი გავხებოდი. ამიტომ, არც ახლა ვიტყვი, რომ ევროპის რომელიმე სუპერგრანდის მწვრთნელის პოსტზე საკუთარი თავი არ წარმომიდგენია. მას მერე, რაც „ბაიერნიდან“ გამათავისუფლეს, ეს კი 2009 წლის აპრილში მოხდა, არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ არცერთი არ იყო ისეთი, რომ დავთანხმებულიყავი,“ - აცხადებს კლინსმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული