ოდონკორი მეხუთე ლიგაში ვარჯიშობს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავიდ ოდონკორმა, რომელიც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა, გუშინ გერმანიის მეხუთე ლიგის კლუბ ბილეფელდის „დორნბერგში“ დაიწყო ვარჯიში.

ბოლო დროს 27 წლის ნახევარმცველი ტრავმებმა გატანჯეს, თუმცა ციდან ვარსკვლავებს არც ჯანმრთელად ყოფნის პერიოდში წვრთნიდა, თორემ მეხუთე ლიგის კლუბში არავინ გაუშვებდა. ბოლოს ოდონკორი ესპანეთში მოღვაწეობდა და სევილიის „ბეტისის“ ღირსებას იცავდა.

„არ ვიცი, რამდენ ხანს დავრჩები დორნბერგში. ჩემი მიზანი ბუნდესლიგაში დაბრუნებაა,“ - უთხრა ოდონკორმა „ბილდს“.

კარიერის საუკეთესო წლები მას დორტმუნდის „ბორუსიაში“ აქვს გატარებული, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იქაც იშვიათად ათამაშებდნენ. 2002-დან
2006 წლამდე ოდომ BVB-ს ღირსება მხოლოდ 75 მატჩში დაიცვა და ოდენ 2 გოლი გაიტანა. ოდონკორის კარიერის გამონათება 2006 წლის მუნდიალი გახლდათ, რომელზეც იმჟამინდელმა ბუნდესმწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა ყველასათვის მოულოდნელად წაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული