კლოპი: ჩემპიონი "ბაიერნი" გახდება!

AutoSharing Option
დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფიქრობს, რომ მისი გუნდი გერმანიის ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს. იურგენი თითქმის დარწმუნებულია, რომ გაისად ბუნდესლიგას „ბაიერნი“ მოიგებს.

„2012 წელს გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ გახდება, - აცხადებს კლოპი „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - ჩვენ კი, იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.“

ცხადია, რომ ამ განცხადებით 44 წლის კლოპის წნეხის „ბაიერნზე“ გადატანა უნდა. როგორც ჩანს, მიუნხენური კლუბის დამრიგებელ იუპ ჰაინკესისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს: „ცხადია, რომ გერმანიის ჩემპიონები ჩვენ უნდა გავხდეთ,“ - ამბობს „დონ იუპი“.

რეკორდმაისტერის გაჩემპიონებაში გულშემატკივრებიც დარწმუნებულები არიან. „კიკერის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანების 65,7-მა პროცენტმა უპასუხა, გერმანიის ჩემპიონი მიუნხენური კლუბი გახდებაო. საერთო ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 83 874-მა ფანმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული