ჰიონესი: ვიდალი არაკაცია!

AutoSharing Option
როგორც იქნა, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა გადაწყვეტილება მიიღო – გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ 24 წლის საყრდებმა „იუვენტუსში“ გადასვლა გადაწყვიტა. შესაბამისად, მიუნხენის „ბაიერნი“ ხელცარიელი დარჩა.

„იუვემ“ ჩემში 13 თუ 14 მილიონი ევრო გადაიხადა. ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს და საუკეთესო კლუბში ვითამაშებ. ეს ჩემს კარიერიაში მორიგი უდიდესი ნაბიჯია,“ - უთხრა ტურინისკენ გეზაღებულმა ვიდალმა „ბილდს“.

არადა, რამდენიმე კვირის წინ ექს-ლევერკუზენელს „ბაიერნის“ ხელმძღვანელებისთვის სიტყვა მიუცია, თუ გუნდს გამოვიცვლი, აუცილებლად თქვენთან გადმოვალო. აქე
დან გამომდინარე, რეკორდმაისტერის პრეზიდენტი ული ჰიონესი ჩილელ ნახევარმცველზე ძალიანაა გაბრაზებული და როცა გაიგო, რომ არტურომ „იუვენტუსს“ თანხმობა შეუთვალა, ულიმ ცოფები ყარა.

„ვიდალმა სიტყვა გატეხა, ის არაკაცია! სიმართლე გითხრათ, ვიცოდი, რომ სიტყვის კაცი არ იყო, ვხვდებოდი, რომ დანაპირებს არ შეასრულებდა. ამიტომაც იყო, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა რომ არ მივანიჭე. მას სამხრეთ ამერიკელი მრჩეველი ჰყავს, რომელსაც არასდროს ვენდობოდი,“ - უთხრა 59 წლის ჰიონესმა „ბილდს“.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვიდალი „ბაიერნის“ ახალ მწვრთნელ იუპ ჰაინკესსაც არაერთხელ დაპირდა, მიუნხენში გამოგყვებიო. ჰიონესისგან განსხვავებით, დონ იუპი მის სიტყვას ენდობოდა და არაერთხელ თქვა, არტურო არც „იუვენტუსში“ და არც სადმე სხვაგან, თუ „ლევერკუზენიდან“ წამოვა, მხოლოდ „ბაიერნში“ გადმოვა, წელს თუ არ შედგა, ტრანსფერი გაისად მაინც განხორციელდებაო. ჰიონესი კი დარწმუნებულია, რომ ვიდალმა აზრი მას მერე შეიცვალა, რაც ტურინული კლუბის ხელმძღვანელები „ბაიერნზე“ გაცილებით მაღალ ხელფასს დაპირდნენ.

თვითონ ფეხბურთელი კი გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ძალიან ბევრ კლუბს ვუნდოდი და მათ შორის თავიდან ყველაზე მეტად სწორედ „ბაიერნი“ აქტიურობდა. მიუნხენური გრანდი ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ „ლევერკუზენს“ არ უნდოდა, რომ „ბაიერნში“ გადავსულიყავი. მე მხოლოდ ეს საკითხი მაბრკოლებდა, რადგან „ლევერკუზენის“ წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ. „იუვენტუსის“ შემთხვევაში კი ეს პრობლემა აღარ იქმნებოდა.“

„ბაიერნის“ პრეზიდენტი ჰიონესი კი ცოფების ყრას განაგრძობს – გარკვეულწილად მიხარია კიდეც, ეს ტრანსფერი რომ არ შედგა, რადგან „ბაიერნში“ არაკაცები არ გვჭირდებაო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფიულერი მაგის ჩიტია კონკურენტ გუნდს მიყიდოს ვიდალი..ჰიონეს გამოფხიზლდი,,შე ბლუცუნააა
zebraa
12:24 22-07-2011
0
დაახვიე რა,,ფიულერს მოთხოვე პასუხი,,და არა ვიდალს.. ჩუ შე ბებეროო
zebraa
12:26 22-07-2011
0

სიახლეები პოპულარული