პაპასტატოპულოსი ბრემენში!

AutoSharing Option
ბოლოს ყველაფერი ისე მარტივად გამოვიდა, რომ თვით „ვერდერის“ ხელმძღვანელებსაც გაუკვირდათ. ბევრს ეცადნენ, თუ ცოტას, „მუსიკოსების“ ბოლო დროს ხელმოცარულმა შეფებმა 23 წლის ბერძენი მცველის, სოკრატის პაპასტატოპულოსის ტრანსფერი სრულყვეს.

„ვერდერის“ მთავარი მწვრთნელის, თომას შააფის სასურველი მოთამაშე ბრემენულ კლუბში ერთი წლით გადავიდა და „ვერდერის“ ღირსებას არენდით დაიცავს.

„ეს არის ფეხბურთელი, რომელმაც „ჯენოაში“ და საბერძნეთის ნაკრებში საკმაო გამოცდილება დააგროვა იმისათვის, რომ ჩვენთვის ყველაზე სასურველი ფეხბურთელი ყოფილიყო. როცა შევიტყვეთ, რომ „მილანში“, სადაც ბოლოს თამაშობდა, მასზე სერიოზულად აღარ ფიქრობდნენ, მაშინვე გამოვთქვით მისი ყიდვის ან არენდით აყვანის
სურვილი. სოკრატისი ძალიან სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და მოაზროვნე მცველია,“ - ასე ახასიათებს პაპასტატოპულოსს „ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი.

პაპასტატოპულოსის ტრანსფერით „ვერდერმა“ დაცვის პრობლემა საბოლოოდ გადაჭრა. პერ მერტეზაკერის, ნალდოსა და სებასტიან ბიონიშის ტრავმების გამო, „მუსიკოსებს“ განსაკუთრებით დაცვის ცენტრში უჭირდათ და იმასაც შეგახსენებთ, რომ პაპასტატოპულოსამდე „ნიურნბერგიდან“ ანდრეას ვოლფიც გადაიბირეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული