ჰოფენჰაიმი "ინტერს" დაუმეგობრდება

AutoSharing Option
„ჰოფენჰაიმი“ და მილანის „ინტერი“ სულ მალე აქტიური თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს ინფორმაცია გუშინ გერმანული კლუბის მფლობელმა, მილიარდერმა მეცენატმა დიტმარ ჰოპმა დაადასტურა. 70 წლის ჰოპის თქმით, „ინტერი“ და „ჰოფენჰაიმი“ მომავალში კონცეფციებთან ერთად, ფეხბურთელებსაც გაცვლიან.

„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ჰოფეს“ ბოსმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ჰოლგერ სტანისლავსკიზეც ისაუბრა და „ზანკტ პაულიდან“ გადაბირებული სპეციალისტი შეაქო. „სტანი ძალიან კარგად მუშაობს, პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ და ვხედავ, რომ უკვე ფანებსაც შეუყვარდათ. ჰოლგერმა იცის, როგორ უნდა მოექცეს ფეხბურთელებს,“ - განაცხადა ჰოპმა და იქვე დასძინა,
მომავალ სეზონში შარშანდელზე გაცილებით უკეთესად უნდა ვიასპარეზოთო. „ჰოფენჰაიმის“ მფლობელი დარწმუნებულია იმაში, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს, თუმცა ფიქრობს, რომ რეკორდმაისტერის უმთავრესი კონკურენტი მოქმედი ჩემპიონი „დორტმუნდი“ იქნება.

ამასობაში, „ჰოფენჰაიმმა“ სტადიონის სახელი გაყიდა და „რაინ ნეკარ არენას“ ამიერიდან სამი წლით „ვირსოლ რაინ ნეკარ არენა“ ეწოდება. თანხის ოდენობა არ დაკონკრეტებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული