პრინცი განაიარაღეს!

AutoSharing Option
კითხვას, ვინ იქნება ახალ სეზონში „კიოლნის“ კაპიტანი, პასუხი გუშინ გაეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, „თხების“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გუნდის ლიდერს და ფანების უსაყვარლეს ფეხბურთელს, 26 წლის ლუკას პოდოლსკის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ პოლდი „კიოლნის“ კაპიტანი ზამთარში გახდა და მაშინ ეს „თხების“ იმჟამინდელი თავკაცის, ფრანკ შეფერის გადაწყვეტილება გახლდათ. სოლბაკენს კი, როგორც აღმოჩნდა, პოდოლსკი კაპიტნის რანგში არ ეპიტნავება.

მომავალ სეზონში „კიოლნის“ კაპიტანი ცენტრალური მცველი, გუნდის დაცვის ბურჯი, 25 წლის პედრო ჟერომელი იქნება, რომელიც პოდოლსკის შემდეგ ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. ეს ინფორმაცია
სოლბაკენმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა.

კაპიტნის სამკლავურის დაკარგვა პოდოლსკისთვის სერიოზული დარტყმაა. წინა კვირაშიც ვწერდით, როგორ იმუქრებოდა ლუკასი, კაპიტნობას არაფრით არ დავთმობო. იმასაც შეგახსენებთ, რომ ლუკას პოდოლსკი „კიოლნში“ 2009 წელს, „ბაიერნიდან“ დაბრუნდა. საინტერესოა, როგორი რეაქცია ექნება ლუკასს მის დეგრადირებაზე. ფაქტია, რომ ეს ამბავი მასსა და სოლბაკენს შორის ურთიერთობას უკიდურესად დაძაბავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული