ბარიოსი პარაგვაის ნაკრებში 77-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად რვა წუთში ისევ მოედნიდან გასაყვანი გახდა. ერთ-ერთი სპურტის შემდეგ ლუკასი მინდორზე გაიშხლართა და ტკივილებისგან იკლაკნებოდა...
პირველივე დიაგნოზი მძიმეა: ბარიოსმა მყესი გაიწყვიტა! პარაგვაის ნაკრებისთვის კი ორმაგად მტკივნეული იყო ის, რომ გუნდს ფინალის ჩამთავრება 10 კაცით მოუხდა, რადგან სამივე ცვლილება გამოყენებული იყო. თუმცა
აღსანიშნავია, რომ ბარიოსი გერმანიის თასის პირველ ეტაპს (31 ივლისს, „ზანდჰაუზენთან“) და ბუნდესლიგის პირველ ტურს (5 აგვისტოს, „ჰამბურგთან“) მაინც გამოტოვებდა, რადგან კოპა ამერიკის გამო დორტმუნდელები შვებულებას ორი კვირით უხანგრძლივებდნენ. ახლა კი ლუკასს მინიმუმ ერთთვიანი პაუზა გარანტირებული აქვს და ჯერაც არაა ცნობილი, როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი. საუკეთესო შემთხვევაში, ბარიოსი BVB-ს გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში (გასვლითი მატჩი ლევერკუზენში) დაუბრუნდება. მანამდე ბარიოსს „ბორუსიას“ თავდასხმაში პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი შეცვლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"