"ვერდერი" და 20 000 ფანი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დამტკიცდა, რომ ბრემენის „ვერდერს“ ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ფანები ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ „მუსიკოსებმა“ გასული სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარეს და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას ძლივს გადაურჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ კვირას ბრემენში კოკისპირულად წვიმდა და მხოლოდ 13 გრადუსი იყო, სეზონის ოფიციალურ გახსნას „ვეზერშტადიონზე“ მაინც 20 000 ფანი დაესწრო და რაც მთავარია, ყველა ბედნიერი იყო!

გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ მოთამაშეებთან ძალიან ახლოს მიდიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ავტოგრაფებს ართმევდნენ. შემდეგ გაიმართა შოუ-პროგრამით გაჯერებული ვარჯიში სხვადასხვა ეფექტებით. „არ მეგონა, რომ მაინც ამდენი ფანი მოვიდოდა, რადგან
ძალიან ცუდი ამინდი იყო, - გაოცებული გახლდათ „ვერდერის“ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი, - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს გუნდს შესანიშნავი ქომაგები ჰყავს!“

ალოფსმა სტუმართმოყვარე მასპინძლოს როლი იკისრა და ფანებს მადლობა კარგი ცნობებით გადაუხადა. ყველაზე კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ბრაზილიელი მცველი ნალდო ძალიან მალე გამოჯანმრთელდება - შეგახსენებთ, რომ „ვერდერის“ დაცვის ბურჯს ფეხბურთი წელიწადია არ უთამაშია. იმედი გვაქვს, რომ ნალდო ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებსო, აუწყა ფანებს ალოფსმა. კარგად მიდის ახალწვეულ მეჰმეთ ექიჩის გამოჯანმრთელების პროცესიც, რომელიც ამ დღეებში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მართალია, სუპერვარსკვლავებს ვერ ვყიდულობთ, მაგრამ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. ვარჯიშები შესანიშნავად მიმდინარეობს, ყველა ფეხბურთელი მონდომებულია, თავს არავინ ზოგავს. შესაბამისად, მეც და მთავარ მწვრთნელ თომას შააფსაც გული კარგს გვიგრძნობს,“ - ამბობს ალოფსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული