გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ მოთამაშეებთან ძალიან ახლოს მიდიოდნენ, ფოტოებს იღებდნენ და ავტოგრაფებს ართმევდნენ. შემდეგ გაიმართა შოუ-პროგრამით გაჯერებული ვარჯიში სხვადასხვა ეფექტებით. „არ მეგონა, რომ მაინც ამდენი ფანი მოვიდოდა, რადგან
ალოფსმა სტუმართმოყვარე მასპინძლოს როლი იკისრა და ფანებს მადლობა კარგი ცნობებით გადაუხადა. ყველაზე კარგი ინფორმაცია ის არის, რომ ბრაზილიელი მცველი ნალდო ძალიან მალე გამოჯანმრთელდება - შეგახსენებთ, რომ „ვერდერის“ დაცვის ბურჯს ფეხბურთი წელიწადია არ უთამაშია. იმედი გვაქვს, რომ ნალდო ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებსო, აუწყა ფანებს ალოფსმა. კარგად მიდის ახალწვეულ მეჰმეთ ექიჩის გამოჯანმრთელების პროცესიც, რომელიც ამ დღეებში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. მართალია, სუპერვარსკვლავებს ვერ ვყიდულობთ, მაგრამ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს. ვარჯიშები შესანიშნავად მიმდინარეობს, ყველა ფეხბურთელი მონდომებულია, თავს არავინ ზოგავს. შესაბამისად, მეც და მთავარ მწვრთნელ თომას შააფსაც გული კარგს გვიგრძნობს,“ - ამბობს ალოფსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"