„დესპოტ ფელიქსს“ ტრეში ყველაზე მეტად იმიტომ მოსწონს, რომ ის მრავალმხრივი ფეხბურთელია და გარდა საყრდენი ნახევარმცველობისა, მარჯვენა და ცენტრალური მცველის ფუნქციების შესრულებაც შეუძლია. სხვათა შორის, კრისტიანმა „შტუტგარტში“ მოღვაწეობა სწორედ მარჯვენა მცველის რანგში დაიწყო და
ბევრი ივაჭრეს, თუ ცოტა, „ვოლფსბურგი“ და „შტუტგარტი“ საბოლოოდ 9 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, ტრეშის კონტრაქტს კი ვადა 2015 წლამდე აქვს. „ჩემი აზრით, „ვოლფსბურგი“ უაღრესად პერსპექტიული გუნდია. მჯერა, რომ აქ სერიოზულ წარმატებებს მივაღწევ, რაც პირველ რიგში ფელიქს მაგათის დამსახურებაა,“ - განაცხადა კრისტიანმა ოფიციალური წარდგენისას.
ტრეშის ტრანსფერის შემდეგ დიდია იმის შანსი, რომ „ვოლფსბურგმა“ მაგათის ხელში არა მრავალნაცადი 4-1-2-1-2-ით, არამედ კლასიკური 4-4-2-ით, ანუ, გამთამაშებლის გარეშე იასპარეზოს. თანაც, დიეგოს ჩამოწერის შემდეგ (მაგათი ბრაზილიელს აუცილებლად მოიშორებს), ფლეიმეიქერის პოზიციაზე ღირსეული მოთამაშე მაინც აღარ ჰყავს. სამაგიეროდ, 32 წლის ჟოსუესა და ახლა უკვე ტრეშის სახით, ორი მაღალი დონის საყრდენი ნახევარმცველი ჰყავს. კრისტიან ტრეშს, რომელიც „მგლებში“ 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ბუნდესლიგაში 83 მატჩი აქვს ჩატარებული (5 გოლი, 6 პასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"