შიურლეს სჯერა: ლიოვი წამიყვანს!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და „ლევერკუზენის“ შემტევი ნახევარმცველი ანდრე შიურლე თითქმის დარწმუნებულია იმაში, რომ ერთი წლის შემდეგ ბუნდესგუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მას უკრაინასა და პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს.

20 წლის გარემარბი, რომელსაც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, ამბობს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ევრო 2012-ზე ვითამაშო და დარწმუნებული ვარ, ლიოვი სახლში არ დამტოვებსო.

„მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად წამიყვანენ, დამუქრებით კი არცერთ ფეხბურთელს არ დავემუქრები - მით უმეტეს ჩემს უშუალო კონკურენტ ლუკას პოდოლსკის, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაშის ჩემზე გაცილებით დიდი გამოცდილება
აქვს. ჩემი აზრით, კონკურენცია მხოლოდ კარგია და ჩვენ ყველას ხომ მხოლოდ ერთი რამ გვინდა - ის, რომ გერმანია ევროპის ჩემპიონი გახდეს. ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა იქნება,“ - აცხადებს შიურლე „ველტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის შიურლე გასული სეზონის დასრულების შემდეგ „მაინციდან“ „ლევერკუზენში“ გადავიდა - „ფარმაცევტებს“ მისი ტრანსფერი დაახლოებით 8 მილიონი ევრო დაუჯდათ. შიურლემ „ლევერკუზენთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული