ჰიტცფელდი: "ბაიერნი" ან ისევ "დორტმუნდი"!

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგის ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის მისი ყოფილი კლუბები, მოქმედი ჩემპიონი დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იბრძოლებენ.

„მთავარი ფავორიტი მაინც „ბაიერნია“. პირველ რიგში იმიტომ, რომ რეკორდმაისტერმა ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა. ესეც რომ არ იუყოს, „ბაიერნი“ ისედაც ყოველთვის ფავორიტია ხოლმე და თანაც, ზედიზედ ორი წელი უტიტულოდ დარჩენა მიუნხენური კლუბისთვის კატასტროფის ტოლფასია, - უთხრა „გენერალმა“ „სქაი სპორტს“, - მანუელ ნოიერი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

რაც შეეხება „მანჩესტერ სიტიდან“ ნაყიდ ჟერომ ბოატენგს, მის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც
არ მეპარება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ „ბაიერნში“ არსებულ წნეხს თავს გაართმევს. არ გამოვრიცხავ, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდეს.“

რაც შეეხება „დორტმუნდს“, ჰიტცფელდის აზრით, BVB-ს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იურგენ კლოპის სამწყსო კარგად შეთამაშებული გუნდია და ახალ სეზონსაც მაქსიმალურად მომზადებული ხვდება.

„დორტმუნდელები ჯერ კიდევ ეიფორიაში არიან და დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშმა „ბორუსიას“ დამატებით ფრთები შეასხას. კლოპის ბიჭებს ეტყობათ, რომ წარმატებებით ჯერ არ დანაყრებულან. ამას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“ - მიიჩნევს 62 წლის სპეციალისტი, რომელიც „დორტმუნდს“ 1991-დან 1997 წლამდე წვრთნიდა და ვესტფალიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. მიუნხენის „ბაიერნს“ ჰიტცფელდი ჯერ 1998-დან 2004 წლამდე, მეორედ კი 2007/2008 წლების სეზონში ავარჯიშებდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული