გერმანულმა კლუბებმა სადღეისოდ ტრანსფერებში 137.15 მილიონი ევრო დახარჯეს. აქედან, 44.1 მილიონი მიუნხენის "ბაიერნის" ანგარიშზეა - რეკორდმაისტერმა ჯიბეზე ხელი ყველაზე მაგრად გაიკრა. ამ მხრივ მეორე ადგილზე "ვოლფსბურგია" - ფელიქს მაგათმა ახალ ფეხბურთელებში 16.5 მილიონი დახარჯა და მიუხედავად ამისა, გერმანიის
ახალი სეზონის მთავარი სიახლე ის არის, რომ ამიერიდან ჩემპიონთა ლიგაში ბუნდესლიდან ოთხი გუნდი გავა - გერმანიამ ეს ადგილი იტალიას იმის გამო წაართვა, რომ უეფას ბოლო ხუთი წლის რეიტინგში გადაასწრო. მოდით, ჩვენც მოვითელოთ, 18-ვე კლუბში შექმნილ ვითარებას გადავხედოთ და ვნახოთ, ვინ როგორ ხვდება ახალ სეზონს.
ბორუსია (დ)
ჩემპიონები ამბობენ, გასულ სეზონში მიღწეული ზღაპრული წარმატებით არ დავნაყრებულვართ, ჯერ კიდევ მაგრად გვშიაო და ამ განცხადებით, ცხადია, "ბაიერნს" ემუქრებიან. BVB-მ ივნისში ლიდერი ნური შაჰინი დაკარგა - თურქი ნახევარმცველი მადრიდის "რეალმა" იყიდა. ეს უკანასკნელი დორტმუნდში "ნიურნბერგიდან" გადმოყვანილმა, წარმოშობით ასევე თურქმა ილქაი გიუნდოგანმა უნდა შეცვალოს. იმის გამო, რომ "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კიდევ რამდენიმე ტრანსფერი სრულყო (პერიშიჩი "ბრიუგედან", ლაიტნერი "აუგსბურგიდან", ლიოვე "ხემნიტციდან") და გუნდი ისე დააკომპლექტა, რომ ყველა პოზიციაზე მინიმუმ ორი ფეხბურთელი ჰყავს.
პროგნოზი: "ბორუსია" ჩემპიონობისთვის ბრძოლაში "ბაიერნის" უმთავრესი კონკურენტი უნდა იყოს. პროგრამა მინიმუმი კი დორტმუნდელთათვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ანუ, მინიმუმ მეოთხე ადგილის დაკავება იქნება.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - გიოტცე, კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი.
ლევერკუზენი
"ლევერკუზენში" ყველაზე მთავარი ცვლილება მწვრთნელის პოსტზე მოხდა: "ბაიერნში" გადაბარგებული იუპ ჰაინკესი "ფრაიბურგიდან" მოსულმა რობინ დუტმა შეცვალა. გარდა ამისა, "ბაიერის" დაცვის ბურჯმა სამი ჰიიპიამ კარიერა დაამთავრა, რის გამოც დაცვაში ხვრელი გაჩნდა. სწორედ ამ სიცარიელის ამოსავსებად იყიდეს ლევერკუზენელებმა იომერ ტოპრაკი (ფრაიბურგიდან). "მაინციდან" გადმოყვანილი ანდრე შიურლე კი წინა ხაზს გააძლიერებს. ლევერკუზენელთა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ძირითადი მეკარე რენე ადლერი ტრავმირებულია და მინიმუმ სექტემბრამდე ვერ ითამაშებს.
პროგნოზი: "ბაიერის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და ამ მიზნის მიღწევა დუტის გუნდს ნაღდად ხელეწიფება. პროგრამა მაქსიმუმი კი გერმანიის ჩემპიონობაა.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-3-1): ადლერი - ბალიტში, რაინარტცი, ტოპრაკი, კადლეცი - ლ. ბენდერი, როლფესი - რენატო, ბალაკი, შიურლე - კისლინგი.
ბაიერნი
რეკორდმაისტერმა ახალი სეზონისთვის ხუთი ახალწვეული წარადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი მანუელ ნოიერია (25 მილიონად, შალკედან), რომელიც ახალი ოლივერ კანი უნდა გახდეს. გარდა ამისა, მიუნხენელებმა დაცვის ხაზიც გააძლიერეს, იყიდეს რა რაფინია (ჯენოადან) და ჟერომ ბოატენგი (მანჩესტერ სიტიდან). ნახევარდაცვაში იაპონელი უსამი დაიმატეს, თავდასხმაში კი, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ნილს პეტერსენი (კოტბუსიდან), რომელმაც რეკორდმაისტერში მიროსლავ კლოზე უნდა შეცვალოს. როგორც იცით, ამ უკანასკნელმა რომის "ლაციოს" მიაშურა.
პროგნოზი: მიუნხენური გრანდი ყველა ლოგიკის მიხედვით გერმანიის ჩემპიონი უნდა გახდეს. მეორე ადგილიც კი უდიდეს წარუმატებლობად ჩაითვლება.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ვან ბუიტენი, ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ჰანოვერი
წინა სეზონი "ჰანოვერისთვის" ბრწყინვალე გამოდგა - მირკო სლომკას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლა და მართალია, საბოლოოდ ევროპის ლიგის საგზურს დასჯერდა, მაგრამ "ჰანოვერისთვის" ესეც სერიოზული მიღწევაა. ახლა კი, "წითლებმა" გუნდი კიდევ უფრო გააძლიერეს: "შალკედან" მარცხენა მცველი პანდერი უფასოდ გადაიბირეს, "სტაბეკიდან" ჰაუგერი ნახევარ მილიონად იყიდეს, სობიეხი კი 1 მილიონი ევრო დაუჯდათ. ამასთან, "ჰანოვერიდან" არცერთი წამყვანი მოთამაშე არ წასულა.
პროგნოზი: მიუხედავად ამ ყველაფრისა, გერმანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ სლომკას გუნდი ევროპის ლიგის საგზურს ვეღარ მოიპოვებს (უკეთესი მიზნის მიღწევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია). მათი აზრით, სამმაგი დატვირთვა (ევროპის ლიგა, თასი, ბუნდესლიგა) გუნდზე ცუდად იმოქმედებს და სეზონის ბოლოს "ჰანოვერი" სადღაც ცხრილის შუაში აღმოჩნდება.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, რაუში - ია კონანი, აბდელაუ.
მაინცი
გასული სეზონის მთავარმა აღმოჩენამ შიურლესა და ფუხსის სახით (ორივე ერთად 15 მილიონად გაყიდა) წამყვანი ფეხბურთელები დაკარგა. სამაგიეროდ, მაინცელებმა დაცვის ხაზი პოსპეხითა და ფათით გააძლიერეს. წინა ხაზზე კი, მწვრთნელი თომას ტუხელი ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული.
პროგნოზი: ფაქტია, რომ "მაინცი" ახალ სეზონს ვეღარ დაიწყებს ისე, როგორც შარშან დაიწყო (7 მოგება 7 ტურის შემდეგ). საბოლოო ჯამში, ტუხელის გუნდისგან მაქსიმუმ მე-6 ადგილისთვის ბრძოლას უნდა ველოდოთ. გამორიცხული არც ისაა, რომ "მაინცმა" ამ სეზონში სულაც გადარჩენისთვის იბრძოლოს.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ფათი - პოლანსკი, სოტო - კალიჯური, მალი, ივანშიტცი - ალაგუი.
ნიურნბერგი
გასული სეზონი "ნიურნბერგმა" ძალიან კარგად ჩაატარა, მაგრამ ივნის-ივლისში ფრანკებმა გამოცდილი (ვოლფი და მინტალი) და მაღალი კლასის (ექიჩი და გიუნდოგანი) დაკარგეს. სანაცვლოდ კი, დიდავის, ესვაინისა და პეკჰარტის სახით ნიჭიერი ახალგაზრდები შეიძინეს. ნახევარდაცვის ლიდერად "დორტმუნდიდან" გადაბირებული მარკუს ფოილნერი მოგვევლინება.
პროგნოზი: "ნიურნბერგს" ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია, უპირველესი მიზანი კი გადარჩენა იქნება.
ძირითადი შემადგენლობა (4-1-4-1): შეფერი - ჩანდლერი, ნილსონი, ვოლშაიდი, პინოლა - სიმონსი - მაკი, ჰეგელერი, ფოილნერი, აიგლერი - პეკჰარტი.
კაიზერსლაუტერნი
"წითელმა ეშმაკებმა" სრდიან ლაკიჩის სახით ძალიან კარგი თავდამსხმელი კი დაკარგეს ("ვოლფსბურგს" მიჰყიდეს), მაგრამ სამაგიეროდ, სამი ახალი ცენტრფორვარდი შეიძინეს - შეხტერი, სუკუტა-პასუ და კუემაა. ახალწვეულია გარემარბი შაჰანიც. მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი თავდასხმაში შეხტერს ანიჭებს უპირატესობას და ამბობს, ლაკიჩის წასვლით შექმნილი სიცარიელე მან უნდა ამოავსოსო.
პროგნოზი: კაიზერსლაუტერნელებს პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ.
ძირითადი შემადგენლობა (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - პეცოსი, ტიფერტი - შაჰანი, ილიჩევიჩი - შეხტერი, კუემაა.
ჰამბურგი
გასულ სეზონში "ჰამბურგს" ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ჰყავდა და ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ვან ნისტელროი, ზე რობერტო, როსტი და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები წავიდნენ. სამაგიეროდ, ახალმა სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა საერთო ჯამში 4 მილიონ ევროდ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები (ბრუმა და კომპანია) გადაიბირა.
პროგნოზი: "ჰამბურგისგან" სასწაულებს არ უნდა ველოდოთ. მიხაელ იონინგის სამწყსო საშუალო დონის გერმანული კლუბია.
ძირითადი შემადგენლობა (4-0-3): დრობნი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - კაშარი, სკიელბრედი, იაროლიმი - სონი, პეტრიჩი, ელია.
ფრაიထურგი
დემბელე "ფრაიბურგის" არ