ბარიოსის ექვსი კვირა

AutoSharing Option
მაგრამ კლოპი ახალ თავდამსხმელს მაინც არ ყიდულობს

წარწერა ფოტოზე: ლუკას ბარიოსი თვენახევარი დაისვენებს

გერმანიის მოქმედი ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" მწვრთნელი, ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ 22 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის პირველ ტურებშიც ისეთი შედეგიანი იქნება, როგორც მოსამზადებელ პერიოდში იყო (4 გოლი), რადგან დორტმუნდელთა მთავარი გოლეადორის, ლუკას ბარიოსის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა და ახლა გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურების მთელი სიმძიმე ლევანდოვსკიზე გადაივლის.

26 წლის ბარიოსი "ბორუსიას" ექვსი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ლუკასმა, რომელსაც ბუნდესლიგის 65 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი,
ტრავმა 24 ივლისს, კოპა ამერიკას ფინალში მიიღო, საბოლოო დიაგნოზი კი მხოლოდ გუშინღა დაუსვეს. როგორც გაირკვა, ეს პარაგვაის ნაკრების მთავარი ექიმის შეცდომის ბრალია.

"პარაგვაის ნაკრებს ძალიან ცუდი სამედიცინო შტაბი ჰყავს. სწორედ მათმა არასწორმა დიაგნოზმა გამოიწვია ის, რომ ბარიოსის სამის ნაცვლად, ლაზარეთში ექვს კვირას გაატარებს," - განრისხებულია დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც მთავარი გოლეადორის დაშავების მიუხედავად, ახალი თავდამსხმელის ყიდვაზე არ. ფიქრობს. "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ამბობს, კლოპს უკვე ველაპარაკე და მითხრა, ახალი ფორვარდი არ მჭირდება, ლევანდოვსკის ვენდობიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული