პრინციპში, ეს ძველი ამბავია, რადგან "ბებერი ქალბატონი" დიდი ხანია, ელიათია დაინტერესებული. ახალი ის არის, რომ "ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, "იუვემ" კონკრეტული წინადადებით მოგვმართაო.
იტალიური სპორტული პრესის ფლაგმანის, "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაცით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელებმა "ჰამბურგს" ელიას სანაცვლოდ გუშინწინ რვა მილიონი ევრო
ჰოლანდიელი გარემარბი ელჯერო ელია "ჰამბურგმა" 2009 წელს "ტვენტედან" გაცილებით ძვირად, 10 მილიონ ევროდ შეიძინა და მას მერე ამ ფეხბურთელმა მხოლოდ თითო-ოროლა მატჩში დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. საერთო ჯამში კი, ელიას ჰამბურგული კარიერა ჯერჯერობით უარყოფითადაა შეფასებული. ელჯეროსთვის ჰამბურგში გატარებული პირველი სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა (5 გოლი, 7 საგოლე პასი), სამაგიეროდ, გასულ სეზონში ხეირიანი ვეღარაფერი გააკეთა (მხოლოდ ორი გოლი და "კიკერის" საშუალო შეფასება 4.38). სწორედ ამიტომ განეწყვნენ ექსპერტები მის მიმართ ასე პესიმისტურად. ელიამ პარასკევს, ბუნდესლიგის პირველ ტურშიც ცუდად ითამაშა, HშV-მ "დორტმუნდთან" 1:3 წააგო, ელიამ კი "კიკერისგან" ყველაზე ცუდი შეფასება, ექვსიანი დაიმსახურა.
გუშინ ელიას წესით ჰოლანდიის ნაკრებში, ინგლისის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა ლონდონში მომხდარი ჯგუფური ჩხუბის გამო გადაიდო და ელჯერო თანაკლუბელ ჯეფრი ბრუმასთან ერთად "ჰამბურგში" დარჩა.
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგისგან საბოლოო უარის მიღების შემდეგ, "იუვენტუსმა" აქცენტი "ფიორენტინას" პერუელ გარემარბზე, ხუან ვარგასზე გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ "იუვემ" მანამდე "ლევერკუზენიდან" საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, "რომადან" კი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი შეიძინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"