კლოპი: ნუ სულელობთ!

AutoSharing Option
ბუნდესლიგის პირველი ტურის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსია" ყველამ აქო, მიუნხენის "ბაიერნი" კი, ვისაც არ დაეზარა, ყველამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. ეს კი გერმანიის მოქმედი ჩემპიონის თავკაც იურგენ კლოპს არ მოსწონს.

იურგენის აზრით "ბორუსიას" აბსოლუტურ ტოპ-ფავორიტად შერაცხვა არასწორია. საქმე იმაშია, რომ ასეთი საუბრებით დორტმუნდელები მძიმე წნეხის ქვეშ ექცევიან, რაც არცერთ მწვრთნელს არ ესიამოვნებოდა და ამ მხრივ არც კლოპია გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელებმა "ჰამბურგთან" მართლა ბრწყინვალედ ითამაშეს, იურგენის ეიფორიის ჩაცხრობას ცდილობს.

"ბაიერნს"
არაფერი შეუძლია, ჩვენ კი ყველაფერი? ეს დიდი სისულელეა! "ჰამბურგთან" ისე კარგადაც არ გვითამაშია, როგორც ეს ჟურნალისტებმა შეაფასეს. მეორე ტაიმში იყო მთელი რიგი მომენტები, როცა "ჰამბურგმა" გვაჯობა," - აცხადებს იურგენი "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

დღეს "ბორუსია" "ჰოფენჰაიმს" ხვდება - გუნდს, რომელსაც კლოპი უდიდეს პატივს სცემს. არც ესაა გასაკვირი, რადგან "ჰოფე" ერთადერთი გუნდია გასული სეზონიდან, რომელმაც "ბორუსიასთან" არცერთი თამაში არ წააგო.

თუ გახსოვთ, დორტმუნდში გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და იმ მატჩში მომავალმა ჩემპიონმა ანგარიში მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაათანაბრა, სტუმრად კი, დორტმუნდელებმა ჰოფენჰაიმელებთან 0:1 წააგეს. "დორტმუნდს" "ჰოფენჰაიმთან" საერთო ჯამშიც არცერთხელ არ მოუგია: სამი ფრე, ორი მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული