ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ლევერკუზენმა“ მიხაელი გუშინ ტრანსფერზე დააყენა და თუ დღეს ვეტერან საყრდენს მთხოვნელი გამოუჩნდა, ბლიც-ტრანსფერი შედგება. სატრანსფერო ფანჯარა, მოგეხსენებათ, ხვალ, ღამის 2 საათზე იხურება. მიხაელის ტრანსფერზე დაყეება გუშინ „ფარმაცევტების“ სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა
„ფაქტია, რომ მიხაელს არ მისდის საქმეები ისე, როგორც უნდა და როგორც ყველას გვინდა. შექმნილი ვითარება ისე უნდა მივიღოთ, როგორც საჭიროა და შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. გულახდილად ვიტყვი, თუ რომელიმე გუნდი კონკრეტული წინადადებით მოგვმართავს, მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვი,“ - თქვა რუდიმ.
„ბილდის“ ინფორმაციით, მიხაელს რამდენიმე მთხოვნელი ჰყავს, განსაკუთრებით დიდ ინტერესს კი ინგლისური კლუბები იჩენენ. ბალაკის გადაბირებაზე ბოლოს „ფულჰემისა“ და „ბლექბერნის“ შეფები ფიქრობდნენ. იყო აშშ-ს ვარიანტიც, მაგრამ MLშ-ში სატრანსფერო ფანჯარა 14 აგვისტოს დაიხურა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"