მამა მგლებს გაურიგდა

AutoSharing Option
ცოტაც და, დიეგუ "ვოლფსბურგის" წევრი გახდება.

გერმანულმა კლუბმა, როგორც იქნა, დაასრულა მოლაპარაკებები ბრაზილიელი ნახევარმცველის მამასთან, რომელიც ხსენებულ ნათესაურ კავშირს ვაჟიშვილის აგენტობასაც უთავსებს. სეუ ჯაირ და კუნია თავისი შვილისთვის სამწლიან კონტრაქტს და ყოველწლიურ 8 მილიონ ევროს მოითხოვდა, მაგრამ "მგლების" გენერალურმა დირექტორმა დიტერ ჰიონესმა ბრაზილიელს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ყოველწლიურ ჯამაგირად 6 მილიონი დაუნიშნა და დიეგუც დაითანხმა.

დარჩა ერთადერთი რამ: დიეგუს ამჟამინდელი კლუბი ტურინის "იუვენტუსი" 19 მილიონ ევროს ითხოვს, ვოლფსბურგელების შეთავაზება კი 17 მილიონს ითვალისწინებს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევა არ გაჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული