ბალაკი არ ნებდება

AutoSharing Option
რაკი მიხაელ ბალაკს "ლევერკუზენში" სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ, გერმანიაში ბევრმა იფიქრა, რომ 34 წლის ნახევარმცველი აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე დაფიქრდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი არ ნებდება.

"ფეხბურთის თამაშს მანამდე არ შევწყვეტ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია. ვითამაშებ და მაქსიმუმს გავაკეთებ მანამდე, სადამდეც სხეული მომყვება," - განუცხადა ბალაკმა ინგლისურ გაზეთ "მეილ ონ სანდეის".

მიხაელი აღიარებს, რომ ბოლო დროს კარიერის დასრულებაზე ხშირად ფიქრობდა, მაგრამ ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ჯერ ადრეა. "ამერიკიდან თუ არაბეთიდან არაერთი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მე ფული არ მჭირდება.

საკმარისად
მდიდარი ვარ იმისათვის, რომ მხოლოდ სპორტზე ვიფიქრო და ფულის გამო სადმე ცხრა მთას იქით არ გადავიხვეწო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშია და თანაც, მაღალ დონეზე. სანამ ვიცი, რომ ეს შემიძლია, ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოვკიდებ," - აღნიშნა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ მიხაელის "ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მის ექს-კლუბ "ჩელსისთან" ერთად მოხვდა, რაც ბალაკს ძალიან უხარია: "მას მერე, რაც ლონდონიდან წამოვედი, ყოფილ თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან გამომშვიდოდების შანსი არ მომცემია და მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ამის შანსი მომეცემა. "ჩელსის" ფანებს ძალიან ვემადლიერები."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული