ვოლფსბურგელებმა ჰლები ოფიციალურად გუშინ წარადგინეს და 30 წლის ნახევარმცველმა პრეზენტაციისას მაგათს დიდი მადლობა გადაუხადა - მადლობა მწვრთნელს იმის გამო, რომ მენდობა და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა მაწუხებს, მაინც ამიყვანაო.
"ვოლფსბურგის" სამედიცინო შტაბის ინფორმაციით, ჰლები ვარჯიშის განახლებას დაახლოებით ორ კვირაში შეძლებს - ბელორუს ნახევარმცველს ივნისში გაკეთებული ოპერაცია გაუმიზეზდა.
შეგახსენებთ, რომ ჰლები "ვოლფსბურგს" არენდით 31 დეკემბრამდე ჰყავს აყვანილი. თუმცა პირველი წრის
ბელორუსმა "ვოლფსბურგში" მადრიდის "ატლეტიკოში" გადასული დიეგო უნდა შეცვალოს, რომელიც მაგათმა თავიდან მოიშორა.
"ვოლფსბურგისთვის" კარგი მხოლოდ ის არის, რომ ჭკვიანმა მაგათმა "ბარსელონასთან" ჰლებთან შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხელშეკრულების მიხედვით, 30 წლის ბელორუს გამთამაშებელს ხელფასს (4 მილიონი ევრო წელიწადში) კვლავ მთლიანად "ბარსელონა" უხდის, ვოლფსბურგელთა ვალდებულება კი მხოლოდ ისაა, რომ თითოეულ მატჩზე, რომელსაც ჰლები "მგლების" შემადგენლობაში ჩაატარებს, "ბარსას" 100 000 ევრო უნდა გადაუხადონ. ანუ, სანამ ჰლები ვერ თამაშობს, "ვოლფსბურგს" ცენტიც არ ეხარჯება!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"