კარგად მოვემზადეთო

AutoSharing Option
ბუნდესლიგაში დაბრუნებული "კაიზერსლაუტერნის" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ახალ სეზონს იმედიანად ხვდებიან. კლუბის მმართველობის თავმჯდომარემ შტეფან კუნცმა აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი ამოცანა გერმანული ფეხბურთის ელიტაში დამკვიდრებაა.

"ჩემი აზრით, გუნდმა ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად განვლო და სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ამ გამოწვევისთვის მზად ვართ. გასულ სეზონში ჩვენი წარმატებების საფუძველი კლუბის გულშემატკივართა და გუნდის ერთიანობა იყო. მწვრთნელი და ფეხბურთელები თავდაუზოგავად შრომობდნენ, მაგრამ ისიცაა, რომ სპორტული წარმატება რომ არა, ასეთი ერთიანობაც ნაკლებად მიღწევადი იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, დაწყებულის გაგრძელებას ვაპირებთ და ბუნდესლიგაში ფეხის
მოკიდებისთვის ვიბრძოლებთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს", - განაცხადა კუნცმა, ვინც თავისი სპორტული კარიერის საუკეთესო სეზონები სწორედ "კაიზერსლაუტერნში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული