გიოტცე არაა, კუბა მზადაა!

AutoSharing Option
კლოპის დილება: ბლაშჩიკოვსკი თუ პერიშიჩი?
ბუნდესლიგის მე-4 ტურში, "ლევერკუზენთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, მარიო გიოტცეს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს მისჯილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" უახლოეს ორ ტურში ვერ დაეხმარება. 19 წლის შემტევი ნახევარმცველის არყოფნა კი, დორტმუნდელთათვის სერიოზული დანაკლისია, რომელსაც კომპენსირება სჭირდება.

"ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპი დილემის წინაშე დგას: ვინ უნდა ათამაშოს მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად, პოლონელი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი თუ ხორვატი ივან პერიშიჩი?

მომზადების დონითა და ფორმით თუ ვიმსჯელებთ, კლოპმა უპირატესობა აუცილებლად ბლაშჩიკოვსკის უნდა მიანიჭოს, რადგან "კუბამ" შუა კვირაშიც დაამტკიცა, რომ
შესანიშნავ ფორმაშია. გერმანიასთან ამხანაგურ მატჩში უსწრაფესმა ნახევარმცველმა შესანიშნავად იასპარეზა და თანაც, ანგარიშზე გოლი და საგოლე პასიც ჩაიწერა.

სამშობლოდან დორტმუნდში დაბრუნებულ ბლაშჩიკოვსკის ფეხი სტკიოდა და ოთხშაბათს არ უვარჯიშია, მაგრამ გუშინ გუნდთან ერთად მზადება განაახლა და ამბობს, შაბათს, "ჰერტასთან" სათამაშოდ მზად ვარო. თუმცა იურგენს პერიშიჩიც ჰყავს, რომელიც ასევე ფლანგის ნახევარმცველია, თუმცა ბლაშჩიკოვსკიზე გაცილებით მრავალმხრივი ფეხბურთელი გახლავთ.

თუკი კუბა ტიპური გარემარბია, პერიშიჩს წინა ხაზის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუკი პოლონელი მხოლოდ პასის მიმცემია, ხორვატი უფრო შეტევების დამგვირგვინებელი გახლავთ. ასე რომ, ფაქტია, კლოპი ამ კრიტერიუმებითაც იხელმძღვანელებს.

ბენდერმა ვარჯიში დაიწყო
ამასობაში, გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ "ჰერტასთანვე" ითამაშებს დორტმუნდელთა ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი სვენ ბენდერი, რომელიც გერმანიის ნაკრებში გამოძახებული კი იყო, მაგრამ ვერც ავსტრიასთან (6:2) და პოლონეთთან (2:2) ვერ იასპარეზა. ახლა კი ჯანზეა და ლევან კობიაშვილის გუნდის წინააღმდეგ თამაში შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული