გასაგებია, რომ მიუნხენელები ყველა შეხვედრაში შვიდ გოლს ვერ გაიტანენ (შაბათს სწორედ ამდენჯერ დალაშქრეს „ფრაიბურგის“ კარი), მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, იუპ ჰაინკესის შეგირდები თამაშს უფრო და უფრო აუმჯობესებენ, ეს კი რეკორდმაისტერის ნებისმიერი კონკურენტისთვის ძალიან საშიში ტენდენციაა. „ფრაიბურგის“ გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებისა და ლიდერობის შენარჩუნების შემდეგ, მიუნხენში უკვე ყველას დაავიწყდა შარშანდელი სეზონი და ლუის ვან გაალის ერა.
7:0 ის ანგარიშია,
„როცა აბსოლუტურად კონცენტრირებულები ვართ, ბუნდესლიგაში ჩვენი დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. 7:0-ის შემდეგ ალბათ ბევრი იტყვის, „ბაიერნმა“ იოლად მოიგოო, მაგრამ გამარჯვება არასდროს არ არის ისეთი ადვილი, როგორც ეს გარედან ჩანს ხოლმე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ თითოეული ფეხბურთელი ასი პროცენტით იხარჯება. ყველა ყველას ეხმარება და ჩვენი ლიდერობაც სწორედ ამის დამსახურებაა,“ - ეს სუპერმარიოს მატჩისშემდგომი კომენტარია.
გომესთან ერთად, „ფრაიბურგთან“ შესანიშნავი იყო ფრანკ რიბერიც, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი განსაკუთრებით ლამაზი გამოუვიდა. „თამაშს უფრო და უფრო ვაუმჯობესებთ. შარშანდელთან შედარებით, გაცილებით უკეთ ვასპარეზობთ და რაც მთავარია, ფეხბურთის თამაში უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. თამამად ვიტყვი, ორი წელია, „ბაიერნში“ თავი ასე კარგად არ მიგრძვნია. ამ ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიყავი უხასიათოდ, მაგრამ წარსულზე ლაპარაკი აღარ მინდა. მთავარი აწმყოა, დღეს კი „ბაიერნი“ მართლაც საუკეთესოა,“ - ამბობს რიბერი, რომელიც ამ სეზონში ზუსტად ისეთი რიბერია, როგორიც მიუნხენურ პუბლიკას სიგიჟემდე უყვარს.
გაგახსენებთ, რომ წინა სეზონში „ბაიერნი“ ერთხელაც არ ყოფილა ბუნდესლიგის ლიდერი, დღევანდელი რეკორდმაისტერი კი, ეჭვი არავის ეპარება, გერმანიის ჩემპიონობის უმთავრესი კანდიდატია. ბასტიან შვაინშტაიგერმა მატჩის შემდეგ თქვა, ცხადია, ხალხი იტყვის, „ფრაიბურგს“ ფეხბურთი საერთოდ არ უთამაშიაო, მაგრამ ასე იმიტომ იყო, რომ ჩვენ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზეო.
საინტერესოა ისიც, რომ რეკორდმაისტერმა ეს ყველაფერი არიენ რობენის გარეშე გააკეთა - ჰოლანდიელი ტრავმირებულია. ახლა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ითამაშებს ჰაინკესის გუნდი არიენის გამოჯანმრთელების შემდეგ. ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში რობენის თამაში დიდად საეჭვოა - არადა, „ვილიარეალთან“ მიუნხენელებს თავიანთი უმთავრესი ლიდერი ძალიან სჭირდებათ. „ფრაიბურგმა“ კი არსებობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი იწვნია, რის გამოც ბრაისგაუში უკვე განგაშის ზარებს შემოჰკრეს, მწვრთნელ მარკუს ზორგის თავზე კი „შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი“.
რობენთან ერთად, თუ რობენის გარეშე, „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის სტარტს ასპროცენტიან მზადყოფნაში ხვდება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით გერმანიის მოქმედ ჩემპიონ დორტმუნდის „ბორუსიაზე“ - იურგენ კლოპის ნაქებმა ბიჭებმა შაბათს დიდი სირცხვილი ჭამეს, საკუთარ ქომაგებს კი იმედები უკიდურესად გაუცრუეს: გერმანიის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონ „ჰერტასთან“ წააგო, რასაც კაციშვილი ვერ იფიქრებდა. თუმცა ერთიცაა: „ბორუსიას“ უტოპიურად ოპტიმისტი ფანები აუცილებლად იფიქრებდნენ, კლოპმა თავის გუნდი „არსენალთან“ უმნიშვნელოვანესი საჩემპიონთალიგო პაექრობისთვის შეინახაო.
ექსპერტების აზრით, დორტმუნდელთა მოულოდნელი მარცხის მთავარი მიზეზი „ვესტფალენშტადიონის“ მთავარი ტრიბუნის 26-ე ბლოკში იჯდა - საუბარია 19 წლის მარიო გიოტცეზე, რომელიც დისკვალიფიცირებული გახლდათ. მის გარეშე კი დორტმუნდელებს მოედანზე უბრალოდ არაფერი გამოსდიოდათ. მარიო პოლონელმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ შეცვალა, მაგრამ მოედანზე ვერაფერი გააწყო (ლევან კობიაშვილმა მას არაფერი გააბედვინა!) და 58-ე წუთზე შეცვალეს. კლოპმა კი ნამატჩევს თქვა, კრეატიულობა გვაკლდა, ბერლინელებზე ეს გამარჯვება ალალიაო. მოკლედ, ჩემპიონი კრიზისშია - ორი მარცხი ხუთი ტურის შემდეგ და თანაც, „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ უკვე 5 ქულით ჩამორჩება.
რაც შეეხება „ჰერტას“: მარკუს ბაბელმა დედაქალაქელთა დაცვა ისე დაალაგა, რომ დორტმუნდელებმა კობიაშვილი და კომპანია მხოლოდ ერთხელ გაარღვიეს (ლევანდოვსკის გოლი), სხვამხრივ კი, „ჰერტას“, გაგიკვირდებათ და, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო - რაფაელს და ნიმაიერს ბურთი ვაიდენფელერის კარის ძელისთვის რომ არ მოერტყათ, ტაბლოზე სულაც სამბურთიანი სხვაობა დაფიქსირდებოდა. ბერლინელთა თავდამსხმელი ადრიან რამოსი ამბობს, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ დორტმუნდიდან სამ ქულას წავიღებდით, ჩვენი გამარჯვების ჯერ კიდევ რაფაელის გოლამდე მჯეროდაო. არადა, „ბორუსია“ საკუთარ კედლებში ბოლო 18 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.
შაბათს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართა: ჩრდილოეთის დერბიში „ვერდერმა“ „ჰამბურგი“ 2:0 დაამარცხა, ქვესკნელში დატოვა, თავად „მუსიკოსები“ კი მეორე ადგილზე დარჩნენ და ამ ეტაპზე „ბაიერნის“ პირველი მდევრის სტატუსით იწონებენ თავს. რაც შეეხება ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოს: ჰამბურგელებს ხუთი თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვთ, 16 გოლი გაუშვეს და აუტსაიდერები არიან. ამიტომაც მღეროდნენ „ვეზერშტადიონზე“ შეკრებილი ბრემენელები, რა კარგია, „ჰამბურგი“ გაისად მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებსო. „ვერდერის“ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კლაუდიო პისარო გახლდათ, რომელმაც დუბლი შეასრულა. პერუელი ფორვარდი „ჰამბურგის“ ნომერ პირველი მტერია: მას HSV-ს კარში 14 გოლი აქვს გატანილი.
კითხვაზე, ეშინია თუ არა ახლო მომავალში სამსახურის დაკარგვის, „ჰამბურგის“ მწვრთნელმა მიხაელ იონინგმა ასე უპასუხა: „არა, რადგან პროგრესი სახეზეა და ამას ყველა ხედავს.“ ოღონდ იონინგმა ვერ (თუ არ) ახსნა, კონკრეტულად რა სახის პროგრესს გულისხმობდა და მხოლოდ ის თქვა, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთო, რაც არგუმენტი კი არა, აფსურდია.
„ბაიერნს“ და „ვერდერს“ 12-12 ქულა აქვთ, მესამე ადგილზე კი მიონხენგლადბახის „ბორუსიაა“ და ფაქტია, რომ ლუსიენ ფავრის ბიჭები აღარ ხუმრობენ. მართალია, შაბათს „გლადბახმა“ „კაიზერსლაუტერნს“ მხოლოდ 1:0 მოუგო, მაგრამ ვინც ფავრს იცნობს და მის სამწვრთნელო კარიერას თვალს დაკვირვებით ადევნებს, ისიც ეცოდინება, რომ მისთვის მთავარი შედეგია, შედეგი კი მიონხენგლადბახელებს ჯერჯერობით ძალიან კარგი აქვთ.
შაბათის მატჩდებიდან აღსანიშნავია „ჰოფენჰაიმის“ მრისხანე გამარჯვება მაინცში (4:0) და საინტერესო ის არის, რომ „ჰოფეში“ რაიან ბაბელმა გოლების გატანა დაიწყო. არანაკლებ ხმაურიანი გახლდათ „შტუტგარტის“ მსუყე მოგება „ჰანოვერთან“ (3:0), რამაც „წითლების“ თავკაცი მირკო სლომკა საგონებელში ჩააგდო.
აუგსბურგი-ლევერკუზენი 1:4
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ჰოსოგაი, სანკო, დე რუკი, დავიდსი - სინკალა (62. რაინჰარდტი), კალსენ-ბრაკერი - ვერნერი (62. გოგია), ბაიერი, ბელინგჰაუზენი (77. ბა) - მიოლდერსი.
ლევერკუზენი (4-1-4-1): ლენო - კასტრო, რაინარტცი, ტოპრაკი, შვააბი - როლფესი - რენატო, ლ. ბენდერი (68. ბალიტში), ბალაკი (60. შიურლე), სემი - კისლინგი (75. დერდიოკი).
გოლები: 1:0 ჰოსოგაი (5), 1:1 სემი (6), 1:2 კისლინგი (23), 1:3 სემი (72), 1:4 დერდიოკი (79)
გაფრთხილება: სინკალა - შვააბი, ბალაკი, ბალიტში
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 17(4)-17(9); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 30 660
ბორუსია (დ)-ჰერტა 1:2
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (73. ზიდანი), გიუნდოგანი (46. და სილვა) - ბლაშჩიკოვსკი (58. პერიშიჩი), კაგავა, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (83. ბენ-ჰატირა), რაფაელი (87. ლუსტენბერგერი), თორუნი (58. რუკავიტსა) - რამოსი.
გოლები: 0:1 რაფაელი (49), 0:2 ნიმაიერი (81), 1:2 ლევანდოვსკი (88)
გაფრთხილება: ლევანდოვსკი - ჰუბნიკი, ლელი, რამოსი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 25(6)-11(6); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 80 720
ბაიერნი-ფრაიბურგი 7:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი (63. კონტენტო) - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი (72. ალაბა) - გომესი (73. პეტერსენი).
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - ნიკუ (46. მუიჯა), ბართი, კრმასი, ბასტიანსი - ფლუმი, შუსტერი - მაკიადი (84. აბდესადკი), რაიზინგერი, იენდრიშეკი (46. დემბელე) - სისე.
გოლები: 1:0 გომესი (8), 2:0 რიბერი (26), 3:0 რიბერი (41), 4:0 გომესი (52), 5:0 გომესი (55), 6:0 გომესი (71-პენ), 7:0 პეტერსენი (90)
გაფრთხილება:
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 8-8; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 25(12)-3(1); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 69 000
მაინცი-ჰოფენჰაიმი 0:4
მაინცი (4-2-3-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, კალიჯური - პოლანსკი, სოტო (70. შტიბერი) - რისსე (79. ბაუმგარტლინგერი), ივანშიტცი (64. გავრანოვიჩი), ჩუპო-მოტინგი - ალაგუი.
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, კაიზერი - ბაბელი (82. შიპლოკი), ჯონსონი (73. ობასი), მლაპა (57. ვილიამსი) - რობერტო ფირმინიო.
გოლები: 0:1 რობერტო ფირმინიო (16), 0:2 ბაბელი (45+2), 0:3 ბაბელი (74), 0:4 ნოვესკი (85-საკ. კარში)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 18-24; თამაშგარე: 8-4; კარში დარტყმა: 13(2)-9(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 31 500
შტუტგარტი-ჰანოვერი 3:0
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი (78. გებჰარდტი), გენტნერი (64. ჰაინალი), ოკაზაკი (83. პოგრებნიაკი) - კაკაუ.
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი (46. პანდერი) - პინტუ, შმიდებახი (81. ეგიმანი) - შტინდლი, რაუში (66. შტოპელკამპი) - შლაუდრაფი - ია კონანი.
გოლები: 1:0 ოკაზაკი (9), 2:0 კუჟმანოვიჩი (79), 3:0 ტასკი (86)
გაფრთხილება: ჰაგი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17(7)-9(5); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 53 000
ბორუსია (მ)-კაიზერსლაუტერნი 1:0
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - მარქსი (75. ნორდტვეიტი), ნოიშტედტერი - როისი (85. ჰერმანი), არანგო - ჰანკე (60. ბობადილია), დე კამარგო.
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - კირხი, პეცოსი (71. შაჰანი) - ტიფერტი, ფორტუნისი - შეხტერი, სუკუტა-პასუ (67. ვალხი).
გოლი: 1:0 არანგო (58)
გაფრთხილება: დანტე, ნორდტვეიტი - შეხტერი, ამედიკი, ტიფერტი, შაჰანი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 21-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 19(4)-5(2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 52 083
ვერდერი-ჰამბურგი 2:0
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი, პრიოდლი, ვოლფი, იგნიოვსკი - ბარგფრედე - ფრიტცი, ჰანტი - მარინი (79. ექიჩი) - არნაუტოვიჩი (80. როზენბერგი), პისარო (86. ნალდო).
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - მანსიენი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - იაროლიმი, ტეშე - სკიელბრედი (76. ტიორე), იანსენი (88. კაჩარი) - გერერო, პეტრიჩი.
გოლები: 1:0 პისარო (52), 2:0 პისარო (78)
გაფრთხილება: პისარო, მარინი, ბარგფრედე - რაიკოვიჩი, გერერო, მანსიენი, იანსენი, იაროლიმი
კუთხური: 11-6; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 22(5)-8(3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 41 600
კიოლნი-ნიურნბერგი 1:2
გოლები: 0:1 სიმონსი (31-პენ), 0:2 სიმონსი (35-ე პენ), 1:2 ჩიჰი (39)
გაძევება: პეკჰარტი, ბრეჩკო.
ვოლგსბურგი-შალკე 2:1
გოლები: 0:1 რაული (13), 1:1 მანჯუკიჩი (33), 2:1 მანჯუკიჩი (82).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"