კანი ნოიერს აფრთხილებს

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ოლივერ კანმა რეკორდმაისტერსა და ბუნდესგუნდში თავის შემცვლელ მანუელ ნოიერს რჩევა-დარიგებები მისცა.

"გლადბახთან" მანუელმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და სწორედ იმ მატჩში გამოჩნდა, რაოდენ დიდი წნეხის ქვეშაა მოქცეული მას მერე, რაც მიუნხენში გადავიდა. მართალია, მას მერე აღარ შემცდარა, მაგრამ ვურჩევდი, აპრობირებულ მეთოდებს მიმართოს და ფსიქილოგების დახმარებაზე უარი არ თქვას.

ცხადია, მის საქმეში არ უნდა ვერეოდე, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ნოიერი უმაღლესი დონის მეკარედ ჩამოყალიბდეს და როგორც "ბაიერნის", ისე გერმანიის ნაკრების კარი კარიერის ბოლომდე დაიცვას.

ნოიერი ჯერ
25 წლისაა და კიდევ მინიმუმ ათი წელი უნდა ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მძიმე წნეხის ქვეშ მოექცევა," - თქვა კანმა "შპორტ-ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ვერდერს მარინი დაუშავდა
ბრემენის "ვერდერი" ბუნდესლიგაში ხუთი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ მიუნხენის "ბაიერნს" უპირატესობის მოპოვების საშუალებას არ აძლევს. აქედან გამომდინარე, ბრემენელთათვის ორმაგად სამწუხარო ამბავია ის, რომ გუშინდელ ვარჯიშზე "მუსიკოსების" 22 წლის გამთამაშებელი მარკო მარინი დაშავდა და შაბათს, "ნიურნბერგთან" გასვლით შეხვედრაში მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"პირველი დიაგნოზით, მარკო შაბათს ვერ ითამაშებს, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს იმის იმედი, რომ შაბათამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს," - აცხადებს "ვერდერის" მთავარი მწვრთნელი თომას შააფი. თუ ასე არ მოხდა, მარინს "ნიურნბერგთან" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფლეიმეიქერი მეჰმეთ ექიჩი შესვლის, რომლისაც შააფს ასევე დიდად ეიმედება.

როდის დაბრუნდება რობენი?
"ბაიერნის" გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ რეკორდმაისტერის ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი მოედანზე ბუნდესლიგის მომდევნო ტურში მაინც დაბრუნდებოდა. დღეს ხუთშაბათია და მიუნხენში ჯერ კიდევ არ იციან, მოახერხებს თუ არა ჰოლანდიელი მომავალ უქმეებზე თამაშს. პროგნოზს ვერც თვით ბავარიული გრანდის მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ ვოლფარტი აკეთებს.

"დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი და მით უმეტეს ექიმი, რომელიც გადაჭრით იტყვის, როდის დაბრუნდება არიენი. პროგრესი აშკარაა, მაგრამ დღეს ზუსტი თარიღის დასახელება ნამდვილად არ შემიძლია," - უთხრა დოქტორმა მიულერ-ვოლფარტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული