სასტიკი ჯახი "გლადბახში - ერთმა ორი კბილი დაკარგა, მეორე უგონოდ იყო...

AutoSharing Option
წესით და რიგით, ეს ხალისიანი „ფეხბურთ-ჩოგბურთი“ უნდა ყოფილიყო - მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ სამი მეკარე და მეკარეების მწვრთნელი უვე კამპსი მხოლოდ ერთობოდნენ. მაგრამ მოულოდნელად ისეთი შეჯახება მოხდა, იქაურობა დასისხლიანდა.

კამპსი და „გლადბახის“ პირველი მეკარე, 19 წლის მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ამ უკანასკნელის შემცვლელ კრისტოფერ ჰაიმეროტსა და იანის ბლასვიხს ეთამაშებოდნენ, როცა ერთ მომენტში ტერ შტეგენმა და კამპსმა ბურთისთვის ერთად იბრძოლეს და ერთმანეთს თავებით შეასკდნენ. კამპსმა ცოტა ხნით უგონოდ ეგდო და შუბლიდან სისხლი სდიოდა, ტერ შტეგენს კი ორი კბილი ჩაუტყდა...

მთავარმა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა ვარჯიში
მაშინვე შეწყვიტა და ტერ შტეგენს კბილების ნაწილების მოძებნაში ეხმარებოდა - ანდრემ და ლუსიენმა ვერაფერი იპოვნეს, ექიმი კი ამბობდა, იმედია, მარკმა კბილები არ გადაყლაპაო. მოგვიანებით, ორივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ძალიან შევშფოთდით, რადგან კამპსს გული წაუვიდა და სახეზე გალურჯდა. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მან მხოლოდ კბილები დაკარგა და იმედი მაქვს, რომ „ჰამბურგთან“ ითამაშებს,“ - განაცხადა ფავრმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული