მირკო სლომკას გუნდმა გერმანიის ჩემპიონს ბოლო წუთებში ცივი შხაპი გადაავლო და ეს "დორტმუნდისთვის" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე შარია - ხომ გახსოვთ, იურგენ კლოპის ბიჭებმა წინა ტურში საკუთარ მოედანზე "ჰერტასთან" წააგეს.
"ბორუსია" 87 წუთის განმავლობაში მოედანზე მიმდინარე პროცესებს აკონტროლებდა და თამაშს შინჯი კაგავას გოლით აბსოლუტურად დამსახურებულად იგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე ნამდვილი საგიჟეთი დაიწყო.
ჯერ იყო და ქარიმ ჰაგიმ 87-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი
"არ დავნებდით, ბოლომდე ვიბრძოლეთ! ბიჭებს მთელი დღე ვეუბნებოდი, ამ მატჩს ძალისმიერი ფეხბურთით მოვიგებთ-მეთქი. როცა არ ნებდები, ყოველთვის გაქვს გამარჯვების შანსი!" - ეს სიხარულისგან გადარეული სლომკას სიტყვებია.
ტურის ცენტრალურ მატჩში კი მიუნხენის "ბაიერნმა" "შალკეს" შანსი არ დაუტოვა: რეკორდმაისტერმა გელზენკირხენში ისევ ბრწყინვალედ ითამაშა და 2:0 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მარიო გომესის არყოფნაში, "კოტბუსიდან" ნაყიდმა თავდამსხმელმა ნილს პეტერსენმა გაიხარა - ანგარიში სწორედ მან გახსნა. მანუელ ნოიერს კი, რომელსაც "აუფ შალკეს" პუბლიკა ბურთთან ყოველი კონტაქტის დროს უსტვენდა, ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. ამრიგად, "ბაიერნმა" შაბათს დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა.
"ვერდერი" ერთი ქულის მოპოვებით ასე ბედნიერი იშვიათადაა ხოლმე. ნიურნბერგში ბრემენელებს საქმე იქამდე მიუვიდათ, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მიღწეული ფრით (1:1) "მუსიკოსთაგან" ყველა ბედნიერი იყო. არა მარტო იმიტომ, რომ "ვერდერმა" მინიმუმ ერთი დღით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და "ბაიერნს", რომელიც გუშინ თამაშობდა ქულით გაასწრო, არამედ იმის გამო, რომ "ნიურნბერგს" ეს თამაში უნდა მოეგო!
ბრემენელები 73 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები იყვნენ (მატჩის დასაწყისში ტიმ ვიზე გააძევეს) და საერთოდ, მატჩი ძალიან ქაოტური გამოვიდა იმის გამოც, რომ მეორე ტაიმი საშინელი უამინდობის გამო 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
ბრემენელები ერთი ქულითაც კმაყოფილები რომ დარჩნენ, ეს ვიზეს ბრალია. "მუსიკოსების" მეკარემ მსაჯს თავი კრისტიან აიგლერთან უაზრო ორთაბრძოლის გამო გააგდებინა და რაც ასევე საინტერესოა, ვიზე წელს მოედნიდან უკვე მეორედ გააძევეს - გუნდი დაღუპა, ფაქტობრივად! "სულელურად მომივიდა, მაგრამ ფეხბურთში ამაზე უარესებიც ხდება.
თანაგუნდელებს კი მადლობა უნდა გადავუხადო, მაგრად იბრძოლეს და ამ დაწყევლილ თამაშში ქულა მაინც მოიპოვეს," - განაცხადა მატჩის ბოლოს დამნაშავე ტიმმა. "ვერდერის" მენეჯერმა კლაუს ალოფსმა კი პირდაპირ თქვა, ვიზემ დღეს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვაო.
ნიურნბერგელთა დამრიგებელ- დიტერ ჰეკინგს კი ვიზეს შეცდომა ფეხებზე ჰკიდია - დიტერი იმას დარდობდა, რომ მსაჯმა მისი გუნდის ნახევარმცველ მენდლერს გოლი არ ჩაუთვალა. მერე კი ბრემენელები მეჰმეთ ექიჩის გოლით დაწინაურდნენ, გაძლებისთვის კი საათზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ ეს ვეღარ მოახერხეს - ვოლშაიდმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა.
როგორც ჩანს, "ჩელსისთან" ომმა "ლევერკუზენი" ისე დაღალა, რომ "კიოლნმა" შაბათს "ბაიერს" ისტორიული სენსაცია გამოუცხო: ლუკას პოდოლსკიმ და კომპანიამ შესანიშნავი გამარჯვება იზეიმეს.
"კიოლნმა" რაინის დერბი სტუმრად 4:1 მოიგო - "თხებს" ლევერკუზენში ასეთი ანგარიშით მანამდე არასდროს გაემარჯვათ და თანაც, "ბაი არენაზე" 1996 წლის შემდეგ აღარ ჰქონდათ მოგებული. "კიოლნის" წარმატების უმთავრესი შემოქმედი კი სწორედ პოდოლსკი გახლდათ, რომელმაც "ლევერკუზენს" ორი გოლი გაუტანა (პოლდიმ ერთი საგოლე პასიც გააკეთა).
ეს მატჩი ლუკასისა და გერმანიის ნაკრებში მისი კონკურენტის, ანდრე შიურლეს დუელიც გახლდათ, რომელიც კიოლნელმა უდიდესი უპირატესობით მოიგო. ამრიგად, დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს გერმანიის ნაკრების მარცხენა შემტევი ნახევარმცველი, პოდოლსკი თუ შიურლე, დროებით მაინც შეწყდება. "ლევერკუზენში გუნდმა თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და ეს შესანიშნავია.
თუ ასე გავაგრძელებთ, თვით "ბაიერნიც" კი ვერ დაგვამარცხებს," - კმაყოფილი იყო მატჩის შემდეგ მთავარი გმირი. კიოლნელთათვის ცუდი მხოლოდ ის არის, რომ კაპიტანმა პედრო ჟერომელმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა ზამთრამდე ვეღარ ითამაშოს - ბრაზილიელს ოპერაციას ორშაბათს გაუკეთებენ.
ლევერკუზენელები კი, რა თქმა უნდა, საშინელ ხასიათზე იყვნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ "ბაიერის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი მოედანზე შევარდა და მსაჯ გიუნტერ პერლს რაღაცას უმტკიცებდა, მერე კი თქვა, პირდაპირ ვუთხარი, რომ მოედნიდან გასაძევებელი ჩვენი შიურლე კი არა, კიოლნელი პოდოლსკი იყოო.
რატომ? იმიტომ, რომ შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, პოლდიმ შიურლე აუტის ხაზთან "მოცელა". თავად ლუკასი ამბობს, ეს ჩვეულებრივი ფოლი იყო, წითელ ბარათს არ ვიმსახურებდიო. "ლევერკუზენი" მომდევნო ტურში მიუნხენში ჩადის, იქ კი "ფარმაცევტებმა" ბოლოს 1989 წელს მოიგეს.
"ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში ვართ, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?" - ეს "ჰამბურგის" კაპიტან ჰაიკო ვესტერმანის სიტყვებია. HSV-მ ისევ წააგო და ისევ ბოლო ადგილზეა. საკუთარ მოედანზე "გლადბახთან" განცდილი მარცხის შემდეგ (ბორუსიამ იგორ დე კამარგოს გოლით მოიგო), "ჰამბურგს" 6 ტურის შემდეგ ისევ მხოლოდ ერთი ქულა აქვს.
გერმანიაში ფიქრობდნენ, რომ ეს მატჩი გუნდის მთავარ მწვრთნელ მიხაელ იონინგს შეიწირავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. კვირას, ჩრდილოგერმანული კლუბის შეფმა ფრანკ არნესენმა თქვა, იონინგი მომდევნო ტურშიც პოსტზე იქნებაო. არადა, ჰამბურგელები პარასკევს კარგ ფორმაში მყოფ "შტუტგარტს" ხვდებიან, მერე კი "შალკეს" და როგორც ხედავთ, აუტსაიდერს უახლოეს ორ კვირაში რთული კალენდარი აქვს.
პარასკევს "შტუტგარტმა" ფრაიბურგიდან სამი ქულა წაიღო - ბრუნო ლაბადიას შეგირდებმა ერთი კვირის წინ "ბაიერნთან" განადგურებული ბრაისგაუელები ჰარნიკის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხეს და ცხრილის პირველ მესამედში დამკვიდრდნენ.
"ჰოფენჰაიმმა" "ვოლფსბურგს" მოუგო და ფელიქს მაგათი გაამწარა - "მგლები" ისევ გასავარდნ ზონასთან ტრიალებენ. წინა ტურში "დორტმუნდის" გამამწარებელმა "ჰერტამ" ამჯერად საკუთარ მოედანზე ელიტაშია სევე ახლახან აღზევებული "აუგსბურგი" ვერ დაამარცხა - 2:2.
ლევან კობიაშვილისა და აკაკი გოგიას დუელი კი შედგა - იოს ლუჰუკაიმ წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და სხვათა შორის, გოგია სწორედ კობიაშვილის ფლანგიდან უტევდა. "კაიზერსლაუტერნმა" "მაინცი" დაამარცხა და მდგომარეობა გაიუმჯობესა. სამაგიეროდ, მაინცელები ჩავარდნენ მძიმე მდგომარეობაში - გუნდი, რომელიც შარშან ამ დროს შესანიშნავი ფეხბურთით აღგვაფრთოვანებდა, ახლა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიით მე-13 ადგილზეა.
გერმანია. ბუნდესლიგა. VI ტური
ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:2
ფრაიბურგი (4-2-3-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ფერატი (27. პუცილა), ბასტიანსი - ფლუმი, შუსტერი - რაიზინგერი (75. დემბელე), მაკიადი, აბდესადკი (69. იენდრიშეკი) - სისე.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, გენტნერი (63. ჰაინალი), ოკაზაკი (79. გებჰარდტი) - კაკაუ (85. პოგრებნიაკი).
გოლები: 0:1 ჰარნიკი (32), 0:2 ჰარნიკი (73), 1:2 სისე (85)
გაფრთხილება: მაკიადი, ბართი, იენდრიშეკი - კვისტი, ოკაზაკი, მოლინარო, კაკაუ
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18(3)-12(5); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 24 000
ლევერკუზენი-კიოლნი 1:4
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ბალიტში, რაინარტცი, ტოპრაკი, შვააბი (80. ბელარაბი) - ლ. ბენდერი, როლფესი - რენატო, ბალაკი (52. სემი), შიურლე - დერდიოკი (52. კისლინგი).
კიოლნი (4-2-2-2): რენზინგი - სერენო, მაკენა, ჟერომელი, ჯემალი (69. აიხნერი) - რიტერი, ჟაჟალო - ჩიჰი (64. ლანიგი), პეჟკო (77. კლემენსი) - პოდოლსკი, ნოვაკოვიჩი.
გოლები: 0:1 ნოვაკოვიჩი (44), 0:2 პოდოლსკი (47), 0:3 პოდოლსკი (54), 1:3 როლფესი (70), 1:4 ჟაჟალო (90)
გაძევება: შიურლე (91. ლევერკუზენი)
გაფრთხილება: ბალიტში - პეჟკო, კლემენსი, რენზინგი, რიტერი
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 15(7)-8(4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 30 210
ჰამბურგი-ბორუსია (მ) 0:1
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - მანსიენი, ვესტერმანი, რაიკოვიჩი, აოგო - ტეშე, რინკონი - იაროლიმი (69. ბერგი), სკიელბრედი (56. სონი), იანსენი (56. ტიორე) - პეტრიჩი.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, ბრუვერსი, დანტე, დემსი - მარქსი (66. ნორდტვეიტი), ნოიშტედტერი - ჰერმანი (66. ბობადილია), არანგო - როისი, დე კამარგო (94. შტრანცლი).
გოლი: 0:1 დე კამარგო (66)
გაფრთხილება: იაროლიმი, ტეშე - ნოიშტედტერი, როისი, არანგო
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 5(2)-12(4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 55 797
ნიურნბერგი-ვერდერი 1:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): შტეფანი - ჩანდლერი, ვოლშაიდი, კლოზე, პინოლა (46. ბუნიაკუ) - ფოილნერი, სიმონსი - ჰეგელერი, მენდლერი (60. მაკი), ესვაინი (78. ვაისმაიერი) - აიგლერი.
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - სოკრატისი (6. შმიტცი), პრიოდლი, ვოლფი, იგნიოვსკი - ბარგფრედე - ფრიტცი, ჰანტი - ექიჩი (65. ნალდო) - არნაუტოვიჩი (18. მილიტცი), პისარო.
გოლები: 0:1 ექიჩი (24), 1:1 ვოლშაიდი (62)
შენიშვნა: მეორე ტაიმი უამინდობის გამო 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო
გაძევება: ვიზე (17. ვერდერი)
გაფრთხილება: აიგლერი - იგნიოვსკი
კუთხური: 13-0; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21(4)-2(1); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 43 121
ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 3:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, კაიზერი - ობასი (59. მლაპა), რობერტო ფირმინიო (86. ვილიამსი), ბაბელი - სიგურდსონი (63. მუსონა).
ვოლფსბურგი (4-3-2-1): ჰიტცი - ჰასებე, რუსი, კირიაკოსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე, პოლაკი (33. დეჟაგა) - მანჯუკიჩი (68. ოხსი), კოო (46. იონსონი) - ლაკიჩი.
გოლები: 1:0 ბაბელი (20), 2:0 რობერტო ფირმინიო (23), 2:1 დეჟაგა (67), 3:1 რობერტო ფირმინიო (85)
შენიშვნა: 82-ე წუთზე, ჰიტცის გაძევების შემდეგ ვოლფსბურგის კარში ჰასებე ჩადგა, რადგან ვოლფსბურგს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა
გაძევება: ჰიტცი (81. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: რობერტო ფირმინიო, ბეკი, ვორსა - ჟოსუე
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14(8)-10(6); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 26 850
ჰერტა-აუგსბურგი 2:2
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (79. რონი), რაფაელი, თორუნი - ლასოგა.
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - რაინჰარდტი (73. ბრინკმანი), ს. ლანგკამპი, სანკო (60. მიორლე), დე იონგი - კალსენ-ბრაკერი, ჰოსოგაი - გოგია (85. დავიდსი), ბაიერი, ბელინგჰაუზენი - მიოლდერსი.
გოლები: 0:1 ჰოსოგაი (20), 1:1 ლელი (46), 2:1 თორუნი (57), 2:2 კალსენ-ბრაკერი (64)
გაძევება: ს. ლანგკამპი (86. აუგსბურგი)
გაფრთხილება: მიატოვიჩი, ოტლი - დე იონგი, რაინჰარდტი, კალსენ-ბრაკერი, ბრინკმანი
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 17(5)-7(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 48 385
კაიზერსლაუტერნი-მაინცი 3:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - კირხი, პეცოსი - ვალხი (59. კუემაა), ტიფერტი (89. დე ვიტი) - სუკუტა-პასუ, შეხტერი (90. ფორტუნისი).
მაინცი (4-2-2-2): ჰ. მიულერი - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, პოსპეხი - პოლანსკი (67. ივანშიტცი), სოტო - რისსე, შტიბერი (46. კირხჰოფი) - ჩუპო-მოტინგი, ალაგუი (67. უჯა).
გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (15), 1:1 სუკუტა-პასუ (24), 2:1 შეხტერი (54), 3:1 ტიფერტი (73)
გაფრთხილება: ივანშიტცი, კირხჰოფი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 15(7)-11(1); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 43 952
ჰანოვერი-ბორუსია (დ) 2:1 [იხილეთ ვიდეო]
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი (81. რაუში), ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - ჰაუგერი (64. პინტუ), შმიდებახი - შტოპელკამპი, შტინდლი - შლაუდრაფი (83. სობიეხი), ია კონანი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (81. ფელიპე სანტანა), შმელცერი (46. ლიოვე) - გიუნდოგანი, და სილვა - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, პერიშიჩი - ლევანდოვსკი (66. გროსკროიტცი).
გოლები: 0:1 კაგავა (63), 1:1 ჰაგი (87), 2:1 ია კონანი (89)
გაძევება: სობიეხი (91. ჰანოვერი)
გაფრთხილება: პანდერი
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 13-8; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 14(5)-13(7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 49 000
შალკე-ბაიერნი 0:2
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - კლუგე (57. დრაქსლერი), პაპადოპულოსი - ფარფანი, რაული, ჰოლტბი (84. მარიკა) - ჰუნტელაარი (66. პუკი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ლამი - ლუის გუსტავო (43. ტიმოშჩუკი), შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი (91. კონტენტო), რიბერი - პეტერსენი (71. ალაბა).
გოლები: 0:1 პეტერსენი (21), 0:2 თ. მიულერი (75)
გაფრთხილება: კლუგე - ბადშტუბერი
კუთხური: 2-5; ჯარიმა: 16-18; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(1)-19(6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 61 673
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 6 5 0 1 18:1 15
2. ვერდერი 6 4 1 1 12:6 13
3. ბორუსია (მ) 6 4 1 1 8:3 13
4. ჰოფენჰაიმი 6 4 0 2 12:5 12
5. ჰანოვერი 6 3 2 1 8:8 11
6. შტუტგარტი 6 3 1 2 9:4 10
7. ლევერკუზენი 6 3 1 2 7:7 10
8. ნიურნბერგი 6 3 1 2 6:6 10
9. შალკე 6 3 0 3 11:10 9
10. ჰერტა 6 2 3 1 8:7 9
11. ბორუსია (დ) 6 2 1 3 7:6 7
12. კიოლნი 6 2 1 3 11:15 7
13. მაინცი 6 2 1 3 8:13 7
14. ვოლფსბურგი 6 2 0 4 7:12 6
15. კაიზერსლაუტერნი 6 1 2 3 5:9 5
16. ფრაიბურგი 6 1 1 4 10:18 4
17. აუგსბურგი 6 0 3 3 6:12 3
18. ჰამბურგი 6 0 1 5 6:17 1
ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 5 - სისე (ფრაიბურგი); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰუნტელაარი (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).
მომდევნო ტური
23 სექტემბერი. შტუტგარტი-ჰამბურგი
24 სექტემბერი. შალკე-ფრაიბურგი, მაინცი-ბორუსია (დ), ვოლფსბურგი-კაიზერსლაუტერნი, ბორუსია (მ)-ნიურნბერგი, აუგსბურგი-ჰანოვერი, ბაიერნი-ლევერკუზენი.
25 სექტემბერი. კიოლნი-ჰოფენჰაიმი, ვერდერი-ჰერტა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"