ლელი ლიოვისთვის თემაა

AutoSharing Option
კრისტიან ლელი მიუნხენის "ბაიერნში" რომ თამაშობდა (იურგენ კლინსმანის დროს), იმდენი ქნა, რომ რეკორდმაისტერის ფანებიც კი დასცინოდნენ.

ერთ დროს პერსპექტიული, ახლა კი უკვე 27 წლის მარჯვენა მცველი ბერლინის "ჰერტას" ღირსებას იცავს - გერმანიის დედაქალაქის კლუბში ლევან კობიაშვილის პარალელურ ფლანგზე დგას და შესანიშნავად გამოიყურება. მისი კარგი თამაში არც გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს გამოეპარა.

ბუნდესმწვრთნელის თქმით, მას მერე, რაც კრისტიანი მაღალ დონეზე ათამაშდა, ავტომატურად მოხვდა გერმანიის ნაკრების გაფართოებულ სიაში, საიდანაც პირველ გუნდში ერთი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.

"ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ახლო
მომავალში კრისტიან ლელი ნაკრებში გამოვიძახო. ამ სეზონში იმდენად კარგად თამაშობს, რომ ვფიქრობ, მორიგ შანსს იმსახურებს.

თუმცა სეზონის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 6 ტურია გასული, რაც ბევრს არაფერს ნიშნავს. "ჰერტა" ელიტაში ახლახან დაბრუნდა და რამდენიმე მატჩის კარგად ჩატარება ჯეროვანი საზომი ვერ იქნება, მაგრამ თუ ლელი ასე გააგრძელებს, შანსს აუცილებლად მივცემ," - განაცხადა ლიოვმა "ბერლინერ ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესგუნდში მარჯვენა მცველის პოზიციისთვის ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი) და კრისტიან ტრეში (ვოლფსბურგი) იბრძვიან. 27 წლის ლელმა განსაკუთრებით კარგად გასულ უქმეებზე, "აუგსბურგთან" (2:2) ითამაშა და კარგი თამაში 2008 წლის აპრილის შემდეგ, ბუნდესლიგაში გატანილი პირველი გოლით დააგვირგვინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული