რაული უნდა დარჩეს
ფელიქს მაგათის წასვლის შემდეგ, რაულმა "შალკეში" მოიწყინა და ბევრს ეგონა, რომ ახალი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის ხელში ვერ გაიბრწყენდა.
გარდა იმისა, რომ ვეტერანი ესპანელი გოლეადორი გელზენკირხენში სწორედ "დესპოტმა ფელიქსმა" ჩაიყვანა, მიზეზი ისიც იყო, რომ რანგნიკმა რაული უკან დახია და გამთამაშებლის პოზიციაზე გადაიყვანა, რაც ესპანელს
"ჩვენთვის მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გოლები საერთოდ რომ არ გაიტანოს, მისი გამოცდილება გვჭირდება. "შალკე" ახალგაზრდული გუნდია, რომელიც ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ რაულის დარი ვარსკვლავი დაკარგოს.
ესპანელი თავის შესაძლებლობებს ყველა თამაშში ამტკიცებს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი პიროვნებაა, - აცხადებს ტიონიესი და იქვე დასძენს, - შესაბამისად, ძალიან გვინდა, რომ მას ახალი კონტრაქტი გავუფორმოთ. ჩემი სურვილია, რომ რაული "შალკეში" 2013 წლამდე დარჩეს."
ესპანელი თავდამსხმელი მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა, მაგრამ ტიონიესი ამბობს, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს და მისთვის დიდი ხელფასის გადახდა შეგვიძლიაო.
გომესს დარჩენა უნდა
რაც შეეხება მარიო გომესს: რეკორდმაისტერისა და გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი თვითონვე ამბობს, რომ მიუნხენიდან წასვლა არ უნდა.
ახლა მთავარი ისაა, თუ რას ფიქრობენ "ბაიერნის" ხელმძღვანელები და პრინციპში, არც ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა რთული, რადგან გომესის გვარი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების რეიტინგში ისევ ყველაზე მაღლა წერია (8 გოლი 6 ტურის შემდეგ).
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ მარიო გასულ სეზონშიც გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი გახდა. ასე რომ, მიუნხენში გომესის შესაძლებლობებში ეჭვი ფაქტობრივად აღარავის ეპარება, თუმცა თუ ჩვენ გერმანელ კოლეგებს დავუჯერებთ, შეფები ჯერ მაინც ორჭოფობენ.
თუმცა ეს ეჭვი იმდენად მცირეა, რომ "შპორტ ბილდის" ინფორმაციით, სულ მალე პრეზიდენტი ული ჰიონესი და ვიცე-პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე მარიოსთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ. გომესის აქტუალურ ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის 30 ივნისამდე აქვს.
"ამ მომენტში კონტრაქტზე არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ საქმეები ძალიან კარგად მიგვდის და საჩქაროც არაფერია, რადგან ჩემს ხელშეკრულებას ვადა 2013 წლამდე აქვს, მაგრამ თუ მაინც მეკითხებით, გიპასუხებთ, რომ "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება შესაძლებელია," - ამბობს გომესი.
"გომესი არცისე დიდი ხნის წინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და გოლები ვერ გაჰქონდა, ახლა კი იდეალურ ფორმაშია. იმედია, არ მოეშვება და თავის თავზე მუშაობას გააგრძელებს. ასეთ შემთხვევაში, "ბაიერნისთვის" ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მასზე უკეთესი ფორვარდი ვერ წარმომიდგენია," - ეს რუმენიგეს სიტყვებია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"