ჰილდებრანდი "აინტრახტში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე, ერთ დროს გერმანული სამეკარეო სკოლის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ტიმო ჰილდებრანდი დღესდღეობით უმუშევარია.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 32 წლის ტიმომ მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ ფრანკფურტის "აინტრახტში" დაიწყო ვარჯიში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფრანკფურტულ გუნდში თამაში შეუძლია.

"აინტრახტის" მთავარი მწვრთნელი არმინ ფეეა, რომელიც 2007 წელს "შტუტგარტს" ხელმძღვანელობდა და ეს გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახადა - მაშინ შვაბენლანდური კლუბის კარს სწორედ ჰილდებრანდი იცავდა. ტიმოს "აინტრახტთან" ერთად ვარჯიშ
ის ნება სწორედ ფეემ დართო და არ მალავს, ეს თვითონ ჰილდებრანდმა მთხოვაო.

"მთავარი ის არის, რომ გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, რაც მოდუნების და ფორმიდან ამოვარდნის საშუალებას არ მომცემს," - ამბობს 32 წლის კიპერი, რომელიც ბოლოს ლისაბონის "სპორტინგში" იყო, მაგრამ ვერც იქ შეძლო ძველებურად თამაში, რის გამოც ზაფხულში ისევ უკლუბოდ დარჩა. ფეე ამბობს, რომ ტიმოს გუნდში აყვანაზე და მის კარში ჩაყენებაზე არ ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული