ბარიოსმა ვარჯიში დაიწყო!

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ქომაგებმა გუშინ ძალიან გაიხარეს, რადგან გერმანიის ჩემპიონის მთავარმა მეგოლე ლუკას ბარიოსმა სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო.

26 წლის ფორვარდი, რომელმაც წინა სეზონში 16 გოლი გაიტანა და "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როგორც იქნა გამოჯანმრთელდა და დიდი შანსია, რომ ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშოს, რაც კრიზისში მყოფი "დორტმუნდისთვის" ძალიან კარგი ამბავია.

წარმოშობით არგენტინელი, ისე კი პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუკასი ზაფხულში, კოპა ამერიკის ფინალში (0:3 ურუგვაისთან) დაშავდა და ამ სეზონში "დორტმუნდს" ერთხელაც არ დახმარებია.

გუშინ მან აბსოლუტურად უპრობლემოდ ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ
შესაძლოა "მაინცთან" მოედანზე გავიდეს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად უპრობლემოდ გადაიტანს ლუკასი დღევანდელ და ხვალინდელ ვარჯიშებს.

შესაძლოა, "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მაინცთან" მისი ძირითად შემადგენლობაში გამწესება, ან მინიმუმ განაცხადში შეყვანა ჯერ კიდევ არ გარისკოს არ გარისკოს, მაგრამ ფაქტია, რომ მომავალ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში (მარსელის "ოლიმპიკთან") აუცილებლად განაცხადში იქნება.

ფაქტია, რომ "დორტმუნდს" მისი დახმარება ძალიან სჭირდება - "შავ-ყვითლებმა" ექვს ტურში მხოლოდ შვიდი გოლი გაიტანეს და ორი თამაში მოიგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული