„მარიო გიოტცე ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ბაიერნსაც“. შეუძლებელია, უყურო ამ ბიჭის თამაშს, დააკვირდე მის ასაკს, შეაფასო გიოტცეს სამომავლო პერსპექტივა და არ იფიქრო მის გადმობირებაზე. საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები გერმანიის საუკეთესო კლუბში უნდა თამაშობდნენ და მე
ამას წინათ, მარიოს გადაბირების სურვილი ჰიონესმაც არ დამალა და ისიც თქვა, როცა „დორტმუნდთან“ მისი კონტრაქტის ამოწურვის დრო მოახლოვდება, ტრანსფერზე აუცილებლად ვიფიქრებთო, რაზეც „ბორუსიას“ ხელმძღვანელებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ. თუმცა ჰიონესი აგრძელებდა, არაერთი შემთხვევა მახსოვს, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ჩვენთან გუნდი არ უშვებდა, ან თვითონ ამბობდა, „ბაიერნში“ გადასვლა არ მინდაო, მაგრამ ბოლოს თითქმის ყველანი ჩვენთან აღმოჩნდნენო.
19 წლის მარიო გიოტცეს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული, „შავ-ყვითლების“ მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე კი თითქმის ყოველდღე იმეორებს, ჯერ ერთი, მარიოს გაშვებას არ ვაპირებთ და თუ მას ოდესმე მაინც შეველევით, „ბაიერნს“ ნაღდად არ დავუთმობთო.
რუმენიგეს ვატცკეს ამ განცხადებაზე თავისი მოსაზრება აქვს: „ნებისმიერ ტრანსფერში სამი მხარეა ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ორი მხარის თანხმობაც საკმარისია. ვნახოთ, რას იტყვის გიოტცე, როცა ამის დრო მოვა“.
ეს ყველაფერი იმას გავს, რომ „ბაიერნმა“ გიოტცესთვის ბრძოლა უკვე დაიწყო. რაც ყველაზე საინტერესოა, თვითონ მარიო ჯერჯერობით დუმს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"