რობენი გოლით დაბრუნდა, "გლადბახი" მართლა აღარ ხუმრობს

AutoSharing Option
ბუნდესლიგამ მძიმე, იმდენად ნეგატიური მოვლენებით დატვირთული კვირა გადაიტანა, რომ ამ შემთხვევებს გვერდს ვერ ავუვლით: სამშაბათს „ბაიერნის“ მცველ ბრენოს ვილა დაეწვა, ოთხშაბათს პროკურატურამ ეჭვი გამოთქვა, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა არ იყო და პარასკევს ბრაზილიელი დააკავეს - დიდი შანსია, რომ მას ბრალდება წაუყენონ. თუ ბრენომ თავისი ვილა მართლა განგებ გადაწვა იმ იმედით, რომ სადაზღვევო კომპანიას კომპენსაციას გამოსტყუებდა, ბაიერნელს სერიოზული სასჯელი ელის, რეკორდმაისტერის იმიჯი კი მაგრად შეილახება.

თითქოს ბრენოს ამბავი საკმარისი არ იყო, ხუთშაბათს „შალკეს“ მწვრთნელი რალფ რანგნიკი ყველასათვის მოულოდნელად პოსტიდან გადადგა -
„პროფესორი რალფი“ გადამწვარია და მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო. დაუბრუნდება რანგნიკი ოდესმე სამწვრთნელო საქმიანობას? ბრენო მართლა დამნაშავეა? გასულ კვირაში საფეხბურთო გერმანია ამ კითხვებმა უკიდურესად შეაწუხა. ახლა, რაც შეეხება სპორტულ მხარეს:

მიუნხენის „ბაიერნი“ ისე მიქრის, რომ ფაქტია, მიუნხენელებს სხვა გუნდები უკვე ფეხებზე ჰკიდიათ. ვიცე-ჩემპიონ „ლევერკუზენთან“ 3:0 ხომ ამ მოსაზრების იდეალური დასტურია. მართალია, „ლევერკუზენი“ მიუნხენში ყოველთვის მწარდებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც: ვიცე-ჩემპიონი გქვია, ამბიციური გუნდი ხარ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშობ და... „ფარმაცევტები“ მიუნხენში ისევ სასტიკად შერცხვნენ! „ბაიერნი“ კი თითქოს ვარჯიშზე იყო. თანაც, „ლევერკუზენის“ ყოფილმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა, რომელიც ახლა „ბაიერნის“ სათადარიგოთა სკამზე ზის, არიენ რობენი 78 წუთით დაასვენა და მოედანზე მხოლოდ ბოლოს შეუშვა.

რეკორდმაისტერს შვიდი ტურის შემდეგ მართლაც სენსაციური შედეგი აქვს: „ბაიერნმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო ისე, რომ გოლი არ მიუღია, ბურთების შეფარდებაც ზღაპრული აქვს (21:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგის დაარსებიდან დღემდე, შვიდი ტურის შემდეგ ამაზე უკეთესი შეფარდება არასდროს არავის ჰქონია. 7 აგვისტოს შემდეგ მიუნხენური გრანდი კარს მშრალად ინახავს - ასეთი „ბაიერნი“ ბუნდესლიგისთვის ზედმეტად ძლიერია!

რაც შეეხება რობენის დასვენებას, რომელსაც გოლის გასატანად 12 წუთიც ეყო: ჰოლანდიელი მზად იყო, მოედანზე პირველივე წუთიდან გასულიყო, მაგრამ ჰაინკესმა შეინახა, რადგან სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ უფრო მნიშვნელოვანი თამაში ელის. ეს კი ისედაც შეურაცხყოფილი „ლევერკუზენისთვის“ ორმაგი სირცხვილია, მაგრამ რა გვიკვირს, 22 წელია, „ფარმაცევტებს“ მიუნხენში არ მოუგიათ. ჰაინკესმა თავის ყოფილ გუნდზე თქვა, როგორც ჩანს, წინა ტურში, „კიოლნთან“ განცდილმა კრახმა (1:4) „ლევერკუზენს“ თავდაჯერება წაართვა, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე ერთხელაც არ მქონია იმის განცდა, რომ ამ მატჩს ვერ მოვიგებდითო. „ბაიერს“ მიუნხენში 2 ათასი ფანი ჩაჰყვა, რომლებმაც მატჩის მიწურულს დიდი პლაკატი გადმოფინეს წარწერით: „დუტ, წადი და ყველაფერი კარგად იქნება!“ რობინ დუტი ის კაცია, ვინც ჰაინკესი „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი შეცვალა.

როგორც იქნა, დორტმუნდის „ბორუსიამაც“ მოიგო. ჩემპიონებმა სამმატჩიანი მოუგებელი სერია მწვრთნელ იურგენ კლოპის მშობლიურ „მაინცში“ შეწყვიტეს - დორტმუნდი იქაც აგებდა და თამაში მეორე ტაიმში შეატრიალა, გამარჯვების გოლი კი პოლონელმა მცველმა ლუკაშ პიჟჩეკმა 90-ე წუთზე, 22 მეტრიდან განხორციელებული დარტყმით გაიტანა. სტუმრად „ბორუსიას“ სულაც შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ნამატჩევს კლოპი ამიტომაც იყო უაღრესად კმაყოფილი, აღარც კი გვახსოვდა, გასვლით მატჩში სამი ქულის მოპოვება როგორი გრძნობააო. დორტმუნდელთა ბოლო მოგება სტუმრად 26 თებერვლით თარიღდებოდა, როცა BVB-მ „ბაიერნს“ მიუნხენში 3:1 მოუგო.

„მაინცს“ აშკარად ვაჯობეთ და დღესაც რომ ვერ მოგვეგო, ეს უდიდესი უსამართლობა იქნებოდა. დავამტკიცეთ, რომ მოგება ჯერ კიდევ შეგვიძლია,“ - ეს დორტმუნდელთა დაცვის ბურჯ მატს ჰუმელსის სიტყვებია. წინა კვირას „ბორუსიამ“ ჰანოვერთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით წააგო, ახლა კი პირიქით, ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო და კლოპს არ გაუჭირდა იმის აღიარება, რომ მის გუნდს ცოტათი გაუმართლა. „პიჟჩეკის დარტყმის შემდეგ, ბურთი 15 კაცს შორის გაძვრა და ცხადია, ეს გოლი იღბალის დამსახურებაც იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ეს გამარჯვება არ დავიმსახურეთ,“ - თქვა იურგენმა საფინალო სასტვენის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელებს მარიო გიოტცესთან ერთად, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა, მთავარი გოლეადორი ლუკას ბარიოსიც დაუბრუნდათ. ეს უკანასკნელი თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო - ეს იყო ლუკასის პირველი მატჩი ამ სეზონში. ოთხშაბათს დორტმუნდელები ჩემპიონთა ლიგის მატჩს მარსელში ითამაშებენ.

„შალკემ“ „ფრაიბურგს“ 4:2 მოუგო და გელზენკირხენელებმა ეს გამარჯვება რალფ რანგნიკს მიუძღვნეს. თავიდან ბრაისგაუელები დაწინაურდნენ (რა თქმა უნდა, პაპის დემბა სისეს გოლით), მაგრამ შალკელები ნელ-ნელა მოვიდნენ აზრზე და გუნდს, რომელიც ამ სეზონში ძალიან ბევრ გოლს უშვებს, მატჩის ბოლომდე 4 გოლი გაუტანეს. ასე რომ, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ „შალკემ“ მდგომარეობა გამოისწორა, რანგნიკს კი განსაკუთრებით ქომაგების მიერ გადმოფენილი პლაკატის შინაარსი ესიამოვნებოდა, რომელზეც ეწერა: „ღმერთო, მალე გამოაჯანმრთელე ჩვენი რალფი“.

არის თუ არა რაიმე სიახლეები რანგნიკის შემცვლელთან დაკავშირებით? რალფის ასისტენტმა ზეპო აიხკორნმა თქვა, მე მხოლოდ დროებითი მწვრთნელი ვარო. შაბათის ნომერში ვწერდით, რომ გელზენკირხენული კლუბის ბოსები გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის ასისტენტ ჰანსი ფლიკით დაინტერესდნენ, მაგრამ „ბილდის“ ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა „შალკეს“ უარი შეუთვალა. „ბილდი“ კვირას წერდა, მთავარი კანდიდატი ახლა „ბაზელის“ თავკაცი ტორსტენ ფინკიაო. „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი ამბობს, ახალი მწვრთნელი აუცილებლად გერმანულად უნდა ლაპარაკობდეს და თუ უმუშევარი არ იქნება, არც ესაა პრობლემა, თუ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მისი კონტრაქტის გამოსყიდვასაც შევძლებთო. სხვა კანდიდატები: ფრანკო ფოდა (შტურმი), მაიკ ბიუსკენსი (ფიურტი) და მარსელ კოლერი (უმუშევარია).

ამასობაში, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ აღმაფრენას განაგრძობს. შაბათს, ლუსიენ ფავრის ბიჭებმა „ნიურნბერგსაც“ 1:0 მოუგეს და შეგახსენებთ, რომ „გლადბახმა“ წინა ორ ტურშიც მინიმალური ანგარიშებით (ჰამბურგთან და კაიზერსლაუტერნთან) გაიმარჯვა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მიონხენგლადბახელებმა პირველ ტურში „ბაიერნსაც“ (დიახ, „ბაიერნს“!) 1:0 მოუგეს, გამოვა, რომ შვიდი ტურის შემდეგ მათ ოთჯერ დააფიქსირეს ასეთი ანგარიში. „ბორუსიას“ ლიდერი მარკო როისი მატჩის შემდეგ კმაყოფილი ამბობდა, დარწმუნებული ვარ, რომ ცხრილის ზედა ნაწილში დავრჩებითო. 7 ტურის შემდეგ 16 ქულის მოპოვება „გლადბახისთვის“ ბოლო 35 წელიწადში საუკეთესო სტარტის აღებას ნიშნავს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ 35 წლის წინ „ბორუსია“ გერმანიის ჩემპიონი გახდა.

როგორც ჩანს, „ჰამბურგის“ მთავარი და ერთადერთი პრობლემა (როგორც ეს ამ გუნდის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა) მთავარი მწვრთნელი იყო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: მოხსნეს თუ არა მიხაელ იონინგი, ჩრდილოგერმანულმა კლუბმა მოყვარულთა მწვრთნელ როდოლფო ესტებან კარდოსოს ხელმძღვანელობით სტუმრად  კარგ ფორმაში მყოფ „შტუტგარტს“ მოუგო. თანაც, ჰამბურგელებმა პირველი ტაიმი წააგეს და მეორე ნახევარში შვაბებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

„ვოლფსბურგი“ „კაიზერსლაუტერნთან“ შეხვედრაში კაცნაკლული დარჩა (მცველი კირიაკოსი გაუძევეს), მაგრამ როგორც ფელიქს მაგათის გუნდებს სჩვევიათ ხოლმე, „მგლები“ ბერძენის გაგდების მერე უფრო კონცენტრირებულები გახდნენ და აშკან დეჟაგას გოლით მოიგეს.

გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური

შტუტგარტი-ჰამბურგი 1:2
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, მასა, მოლინარო (81. ბოკა) - კვისტი, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, გენტნერი (69. პოგრებნიაკი), ოკაზაკი (76. გებჰარდტი) - კაკაუ.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი - ვესტერმანი, ბრუმა, რაიკოვიჩი, აოგო - ტეშე, რინკონი - ძი-გინ ლამი (65. გერერო), ტიორე - სონი (81. კასტელენი), პეტრიჩი (91. იაროლიმი).
გოლები: 1:0 ჰარნიკი (18), 1:1 ბრუმა (51), 1:2 ტეშე (67)
გაფრთხილება: კაკაუ - რაიკოვიჩი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 20-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 17(5)-16(8); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 55 700

შალკე-ფრაიბურგი 4:2
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი - კლუგე (46. ხურადო), პაპადოპულოსი (60. მეტცელდერი) - ფარფანი, რაული, ჰოლტბი - ჰუნტელაარი (78. მარიკა).
ფრაიბურგი (): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, კრმასი (46. კალიჯური), ბასტიანსი - შუსტერი, ფლუმი - პუცილა, მაკიადი, აბდესადკი (71. იენდრიშეკი) - სისე.
გოლები: 0:1 სისე (2), 1:1 ფარფანი (33), 2:1 ჰუნტელაარი (62), 3:1 ჰოლტბი (67), 4:1 რაული (75), 4:2 იენდრიშეკი (83)
გაფრთხილება: პაპადოპულოსი - შუსტერი
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16(7)-14(10); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 60 545

მაინცი-ბორუსია (დ) 1:2
მაინცი (4-3-2-1): ჰ. მიულერი - პოსპეხი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფათი - პოლანსკი, ბაუმგარტლინგერი, სოტო (88. კალიჯური) - რისსე, ნ. მიულერი (75. ივანშიტცი) - ჩუპო-მოტინგი (43. უჯა).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, ლიოვე - გიუნდოგანი (86. ბლაშჩიკოვსკი), კელი - მ. გიოტცე, კაგავა (70. ლაიტნერი), პერიშიჩი - ლევანდოვსკი (75. ბარიოსი).
გოლები: 1:0 ნ. მიულერი (33), 1:1 პერიშიჩი (64), 1:2 პიჟჩეკი (90)
გაფრთხილება: პოსპეხი
კუთხური: 3-10; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 8-1; კარში დარტყმა: 9(3)-20(9); ბურთის ფლობა: 29%-71%.
მაყურებელი: 34 000

ვოლფსბურგი-კაიზერსლაუტერნი 1:0
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ოხსი, მადლუნგი, კირიაკოსი, მ. შეფერი - ტრეში, ჟოსუე - იონსონი (46. მანჯუკიჩი), დეჟაგა (76. სალიჰამიჯიჩი) - ჰელმესი (45. რუსი), ლაკიჩი.
კაიზერსლაუტერნი (4-2-2-2): ტრაპი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი (76. ფორტუნისი) - პეცოსი, კირხი - ვალხი (58. ვერმუთი), ტიფერტი - შეხტერი (84. სუკუტა-პასუ), კუემაა.
გოლი: 1:0 დეჟაგა (63)
გაძევება: კირიაკოსი (45. ვოლფსბურგი)
გაფრთხილება: ოხსი - ტრაპი, სუკუტა-პასუ
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 16(7)-14(10); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 26 779

ბორუსია (მ)-ნიურნბერგი 1:0
ბორუსია მ. (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი, დანტე, დემსი - მარქსი (88. ნორდტვეიტი), ნოიშტედტერი - როისი, არანგო - ჰანკე (63. ბობადილია), დე კამარგო.
ნიურნბერგი (4-2-3-1): შტეფანი - ჩანდლერი, კლოზე, ვოლშაიდი, პინოლა - ფოილნერი, სიმონსი - ჰეგელერი (78. აიგლერი), მენდლერი (46. კოენი), ესვაინი (81. ბუნიაკუ) - პეკჰარტი.
გოლი: 1:0 დემსი (76-პენ)
გაფრთხილება: ბობადილია - კლოზე
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 21(9)-7(1); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 51 117

აუგსბურგი-ჰანოვერი 0:0
აუგსბურგი (4-2-2-2): იენტცში - ჰოსოგაი, მიორლე, სანკო, დე იონგი - ბრინკმანი, დავიდსი (83. დე რუკი) - ბაიერი, ბელინგჰაუზენი (79. ვერნერი) - რაფაელი (60. გოგია), მიოლდერსი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩაჰედი, ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - შმიდებახი, პინტუ (88. როიერი) - შტინდლი, რაუში (46. ლალა) - შლაუდრაფუი (80. კ. შულცი), ია კონანი.
გაფრთხილება: გოგია - პოგატეცი, ლალა
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 21-17; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 13(3)-11(4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 29 113

ბაიერნი-ლევერკუზენი 3:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ბადშტუბერი, ფ. ლამი - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი (78. რობენი), რიბერი (82. ალაბა) - გომესი (65. ლუის გუსტავო).
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - და კოშტა (65. ბელარაბი), რაინარტცი, ტოპრაკი (85. მ. ფრიდრიხი), კასტრო - ლ. ბენდერი, როლფესი - ბალიტში, რენატო, სემი - კისლინგი.
გოლები:L1:0 თ. მიულერი (5), 2:0 ვან ბუიტენი (19), 3:0 რობენი (90)
გაფრთხილება: ვან ბუიტენი - კისლინგი, ტოპრაკი, რაინარტცი, სემი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12(4)-4(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 69 000

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 2:0
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ანდრეზინიო (83. მატუშიკი), სერენო, მაკენა, აიხნერი - რიტერი, ჟაჟალო - ჩიჰი, პეჟკო (85. კლემენსი) - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი (73. ლანიგი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ბრააფჰაიდი - რუდი, კაიზერი (68. მუსონა) - მლაპა (55. ობასი), რობერტო ფირმინიო (76. შიპლოკი), ბაბელი - სიგურდსონი.
გოლები: 1:0 ჟაჟალო (20), 2:0 პოდოლსკი (64)
გაფრთხილება: სერენო - ბაბელი, კომპერი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 12-18; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(4)-16(2); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 45 500

ვერდერი-ჰერტა 2:1
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - იგნიოვსკი, პრიოდლი, ვოლფი, შმიტცი (71. როზენბერგი) - ბარგფრედე (82. ნალდო) - ფრიტცი, ჰანტი - ექიჩი (59. მარინი) - პისარო, არნაუტოვიჩი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ჰუბნიკი, მიატოვიჩი, კობიაშვილი - ოტლი, ნიმაიერი - ებერტი (59. იანკერი), რაფაელი, თორუნი (46. ბენ-ჰატირა/66. ლუსტენბერგერი) - რამოსი.
გოლები: 0:1 რამოსი (3), 1:1 პისარო (23), 2:1 პისარო (93)
გაძევება: ლელი (57. ჰერტა), რამოსი (63. ჰერტა)
გაფრთხილება: ფრიტცი, პისარო - იანკერი, კრაფტი, მიატოვიჩი, კობიაშვილი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 4-5; კარში დარტყმა: 23(6)-8(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 41 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 7 6 0 1 21:1 18
2. ვერდერი 7 5 1 1 14:7 16
3. ბორუსია (მ) 7 5 1 1 9:3 16
4. ჰოფენჰაიმი 7 4 0 3 12:7 12
5. შალკე 7 4 0 3 15:12 12
6. ჰანოვერი 7 3 3 1 8:8 12
7. შტუტგარტი 7 3 1 3 10:6 10
8. ბორუსია (მ) 7 3 1 3 9:7 10
9. ნიურნბერგი 7 3 1 3 6:7 10
10. კიოლნი 7 3 1 3 13:15 10
11. ლევერკუზენი 7 3 1 3 7:10 10
12. ჰერტა 7 2 3 2 9:9 9
13. ვოლფსბურგი 7 3 0 4 8:12 9
14. მაინცი 7 2 1 4 9:15 7
15. კაიზერსლაუტერნი 7 1 2 4 5:10 5
16. აუგსბურგი 7 0 4 3 6:12 4
17. ფრაიბურგი 7 1 1 5 12:22 4
18. ჰამბურგი 7 1 1 5 8:18 4

ბომბარდირები: 8 - გომესი (ბაიერნი); 6 - სისე (ფრაიბურგი); 5 - ჰუნტელაარი (შალკე), პისარო (ვერდერი); 4 - ბაბელი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი), რაული (შალკე), რობერტო ფირმინიო (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
30 სექტემბერი: კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი.
1 ოქტომბერი: ბორუსია (დ)-აუგსბურგი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, ნიურნბერგი-მაინცი, ფრაიბურგი-ბორუსია (მ), ჰოფენჰაიმი-ბაიერნი, ჰერტა-კიოლნი.
2 ოქტომბერი: ჰანოვერი-ვერდერი, ჰამბურგი-შალკე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული