შეგახსენებთ, რომ თავიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ბრენო სადაზღვევო კომპანიის გაბითურებას ცდილობდა, ახლა კი ახალი დეტალები ირკვევა. გუშინწინ გაირკვა, რომ სანამ მიუნხენური გრანდის ახალგაზრდა ფეხბურთელის ვილას ცეცხლი წაეკიდებოდა, სახლში სერიოზული სკანდალი მოხდა.
„ბილდის“ ინფორმაციით, ჩხუბის შემდეგ ფეხბურთელის ცოლი რენატა, სამი შვილი და კიდევ ერთი ბრაზილიელი სტუმარი, რომელიც ვილაში დროებით იმყოფებოდა, სახლიდან გაიქცნენ და ფეხბურთელი
ჩვენი გერმანელი კოლეგები იტყობინებიან, რომ ბრენოს ფინანსური პრობლემები აქვს. რაკი ბრაზილიელი რამდენიმე თვეა, ტრავმირებულია, სრულ ხელფასს ვეღარ იღებს და ახლა მისი შემოსავალი ყოველთვიურად 5 786 ევროს შეადგენს. გაირკვა ისიც, რომ ბრენოს სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, რის გამოც მკურნალობის ხარჯებს თავად იხდის. გამოძიებამ გადამწვარ ვილაში ვერ აღმოაჩინა ცეცხლის სპეციალურად წაკიდების მტკიცებულებები და დიდი შანსია, რომ ბრენო მალე გაათავისუფლონ.
მეხუთე დღეა, რაც ბრაზილიელი ციხეში ზის. მისი კამერა 24 კვადრატული მეტრია და ოთხი კაცისთვისაა განკუთვნილი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"