საქმე იმაშია, რომ "ბაიერს" ახალგაზრდა მეკარე "შტუტგარტიდან" არენდით ჰყავს აყვანილი და როგორც გაირკვა, შვაბები მზად არიან, ლენო კიდევ ერთი წლით გაანათხოვრონ, ან სულაც გაყიდონ. "ბილდის" ინფორმაციით, "ლევერკუზენს" ლენოს სამუდამოდ გადაბირება უნდა, რაც ახალ კითხვას ბადებს: რა ბედი ელის რენე ადლერს - "ლევერკუზენის" პირველ მეკარეს, რომელიც ახლა ტრავმირებულია? გაირკვა, რომ გერმანიის ნაკრების მეორე მეკარის ყიდვა "ჰამბურგს" და "შალკეს" სურთ.
ლენომ ოთხშაბათს,
დღევანდელი მდგომარეობით, ლენო "შტუტგარტში" პირველ იანვარს უნდა დაბრუნდეს, შვაბური კლუბის ბოსები კი მზად არიან, ეს ბიჭი "ლევერკუზენში" დატოვონ. გამორიცხული არაა, რომ "ბაიერმა" ზამთარში სულაც ლენოს საბოლოო გამოსყიდვა მოინდომოს, რაზეც "შტუტგარტი" უარს ალბათ არ იტყვის.
და რა ეშველება 26 წლის ადლერს, რომელიც ახლა ლაზარეთშია? საინტერესო ის არის, რომ რენეს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება, ახალი ხელშეკრულება კი ჯერ არ გაუფორმებია.
ლევერკუზენელებმა მას ახალი წინადადებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ ადლერთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც ირკვევა, რენემ "ფარმაცევტებს" ძალიან მაღალი ხელფასი მოსთხოვა.
"კიკერის" ინფორმაციით, "შალკე" და "ჰამბურგი" მზად არიან, ადლერს ასეთი მაღალი ჯამაგირი დაუნიშნონ - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რენე "ლევერკუზენთან" ახალ ხელშეკრულებას ზაფხულამდე არ გააფორმებს, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ივლისში ხსენებულთაგან ერთ-ერთ კლუბში უფასოდ გადავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"