არნესენი მწვრთნელს ვერ პოულობს

AutoSharing Option
„ჰამბურგის“ ხელმძღვანელები ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებენ - ჯერჯერობით უშედეგოდ. ხვალ როდოლფო ესტებან კარდოსოს დროებითი მწვრთნელის ვადა გასდის და გადაწყვეტილია, რომ პირველ გუნდთან თანამშრომლობას არ გააგრძელებს.

თუკი „ფრაიბურგთან“ მატჩამდე ბოსებმა ახალი სპეციალისტი ვერ იპოვნეს, დიდი შანსია, რომ მთავარი მწვრთნელის ფუნქციები სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა შეითავსოს.

მოკლედ, „ჰამბურგში“ სრული ქაოსია. ამ კლუბს ვერც ხელმძღვანელობის შეცვლამ უშველა - ჩრდილოგერმანულ კლუბში სიტუაციას დალაგება არა და არ უწერია. მიხაელ იონინგის გაგდების შემდეგ, „ჰამბურგმა“ კარდოსოსთან ერთად, „შტუტგარტი“ კი დაამარცხა, რის შემდეგაც ბევრმა იფიქრა, რომ ულიცენზიო არგენტინელს
პოსტზე დიდხანს დატოვებდნენ, მაგრამ მერე „შალკესთან“ დამარცხდა შეფები მიხვდნენ, რომ კარდოსოს პოსტზე დატოვება არ შეიძლება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, არნესენი მოლაპარაკებებს ისევ მორტენ ოლსენთან აწარმოებს, რომელიც დანიის ნაკრების დამრიგებელია, მაგრამ ამ უკანასკნელს ვერაფრით იყოლიებს. თავად არნესენს მწვრთნელის ლიცენზია აქვს და სანამ ახალ სპეციალისტს იპოვნის, შეუძლია, გუნდი თვითონ გაწვრთნას და გამორიცხული არაა, რომ მართლა ასე მოხდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული