„შალკეს“ ახალმა მწვრთნელმა ჰუუბ სტევენსმა, რომლის ხელში გელზენკირხენულმა კლუბმა ორივე თამაში მოიგო, „შპორტ აინსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს „შალკეს“ „ლევერკუზენის“ მეკარის, რენე ადლერის გადაბირება უნდა.
„ადლერის შესახებ გავრცელებული ცნობები მეც წავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რენეს ყიდვაზე არ ვფიქრობთ, რადგან რალფ ფერმანის სახით ძალიან კარგი კიპერი გვყავს, რომელსაც ბოლომდე ვენდობით. მართალია, რალფმა „ჰამბურგთან“ შეხვედრაში პატარა შეცდომა დაუშვა, მაგრამ პირადად მე მისი თამაშით საერთო ჯამში, აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ,“ - განაცხადა სტევენსმა „ბუნდესლიგა აკტუელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გარდა
ამისა, 57 წლის ჰუუბმა „შალკეს“ ესპანელი ვარსკვლავი რაულიც შეაქო: „მისი შესაძლებლობების შესახებ საუბარს რა აზრი აქვს, ყველამ იცის, რომ რაული გენიალური ფეხბურთელია და მე მასთან მუშაობა ძალიან მსიამოვნებს. ითამაშებს თუ არა დიდხანს „შალკეში“, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.“
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"