ფინკი "ჰამბურგს" უახლოვდება

AutoSharing Option
„ჰამბურგის“ შეფები არ იმჩნევენ, თორემ სანერვიულო ნამდვილად აქვთ და მშვიდად ვერანაირად ვერ იქნებიან. კიდევ კარგი, რომ ახლა სანაკრებო პაუზაა და ჩრდილოგერმანულ კლუბს ამ უქმეებზე კალენდარული მატჩი არ უწევს, თორემ ქაოსი და ნერვიულობა მერე გვენახა.

თუმცა „ჰამბურგის“ ბოსები გულხელდაკრეფილები არ არიან და ახალი მწვრთნელის ძებნას აგრძელებენ. გერმანულ პრესაში გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა „ბაზელის“ თავკაც ტორსტენ ფინკთან მოლაპარაკებები დაიწყო.

43 წლის ფინკი „ბაზელთან“ ერთად ძალიან წარმატებულია. მოგეხსენებათ, შვეიცარიული კლუბი ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მანჩესტერში მიღწეული
უხვგოლიანი ფრით (3:3) ფურორიც კი მოახდინა. ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ, ფინკის გუნდი C ჯგუფში პირველ ადგილზეა. ფინკს „ბაზელთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და თუ „ჰამბურგს“ დათანხმდება, არნესენი და კომპანია იძულებულები იქნებიან, შვეიცარიულ გუნდს კომპენსაცია გადაუხადონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული