ფინკმა, არაო!

AutoSharing Option
ჰუუბ სტევენსისა და კიდევ რამდენიმე კანდიდატის შემდეგ, "ჰამბურგის" გაწვრთნა "ბაზელის" თავკაცმა ტორსტენ ფინკმაც იუარა. ჩვენი გერმანელი და შვეიცარიელი კოლეგების ცნობით, ფინკი ჩრდილოგერმანული კლუბის სპორტულ დირექტორ ფრანკ არნესენს შაბათს შეხვდა და მცირეხნიანი მოლაპარაკების შემდეგ უარით გაისტუმრა.

"ბილდის" ცნობით, არნესენთან შეხვედრამდე ფინკმა "ბაზელის" ვიცე-პრეზიდენტ ბერნჰარდ ჰოისლერთან გამართა მოლაპარაკება და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ტორსტენი "ბაზელში" დარჩებოდა. ეს ცნობა მოგვიანებით თავად ჰოისლერმაც დაადასტურა. 43 წლის ფინკს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული.

ამრიგად, "ჰამბურგის" ჯოჯოხეთი გრძელდება: არნესენი ახალ დამრიგებელს უკვე ქაოტურად ეძებს.
გერმანიის საფეხბურთო ლიგამ სამშაბათს გადაწყვიტა, რომ სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, დროებითი დამრიგებელი როდოლფო ესტებან კარდოსო "ჰამბურგის" პირველ გუნდში დიდხანს ვერ იმუშავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არნესენმა მომავალ კვირაში ახალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა წარადგინოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული