არნესენმა თავის თავზე აიღო!

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, რომ ტორსტენ ფინკმა "ჰამბურგის" ხელმძღვანელებს უარი შეუთვალა - მას "ბაზელის" შეფები არ უშვებენ.

თუმცა "ჰამბურგი" იოლად დანებებას არ აპირებს - ფინკისთვის ბრძოლა გაგრძელდება და ჩვენი გერმანელი კოლეგების ვარაუდით, ჩრდილოგერმანული კლუბის ბოსები ტორსტენს მაინც წაიყვანენ.

მანამდე კი, გუნდს, როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა უნდა მიხედოს. ამ უკანასკნელს მწვრთნელის ლიცენზია აქვს და შესაბამისად, გერმანიის საფეხბურთო ლიგა მის კანდიდატურას ვერ დაბლოკავს ისე, როგორც როდოლფო ესტებან კარდოსოს კანდიდატურა დაბლოკა.

"მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს მანამდე შევითავსებ, სანამ ისეთ სპეციალისტს არ ჩამოვიყვანთ,
რომელიც ჩვენს მოთხოვნებს ასი პროცენტით დააკმაყოფილებს," - უთხრა არნესენმა "კიკერს" და კითხვაზე, ნაპოვნი ჰყავს თუ არა უკვე სასურველი კანდიდატი, არ უპასუხა.

"კიკერი" კი ირწმუნება, რომ არნესენმა ახალი მწვრთნელის ძებნა უკვე დაასრულა და გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ 43 წლის ფინკი მაინც დაითანხმოს. მანამდე, ფრანკის ასისტენტი კარდოსო იქნება და ამ წყვილის პირველი მისია "ფრაიბურგთან" გასვლითი შეხვედრაა, რომელიც კვირას გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული