რენატოსთვის 2011 დამთავრდა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" 23 წლის გამთამაშებელ რენატო აუგუსტოს ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებდნენ და ზარმაცობაში სდებდნენ ბრალს.

არადა, ლევერკუზენის პუბლიკას ბრაზილიელი ძალიან უყვარს, რაც ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, როცა ფანები რენატოს სახელს სკანდირებდნენ. ასეა, თუ ისე, ფაქტი ისაა, რომ რენატო "ფარმაცევტებს" ზამთრამდე ვეღარ დაეხმარება, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო და საოპერაციო გახდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რენატო საოპერაციო ხდება და ლევერკუზენში უკვე სერიოზულად ნერვიულობენ - ბრაზილიელიც არიენ რობენივითაა: სამიდან ორ თვეს ლაზარეთში ატარებს. "ბაიერისთვის" ყველაზე ცუდი ის არის, რომ რენატო მეხუთე წამყვანი ფეხბურთელია,
რომელსაც ივლისის შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. მანამდე იგივე ბედი გაიზიარეს მეკარე რენე ადლერმა, ძირითადი შემადგენლობის გარემარბმა ტრანკვილიო ბარნეტამ, ახალწვეულმა ორტეგამ და მარცხენა მცველმა ბასტიან ოჩიპკამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული