გადაჭრით კი არავინ იცის, როდის დაბრუნდება 27 წლის არიენი მოედანზე.
თუ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორც "ბაიერნის" ექიმებს უნდათ, რობენი მსუბუქად ვარჯიშს ზუსტად ერთ კვირაში დაიწყებს. "ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ არიენს ერთი კვირა საქმე არ აქვს და უმჯობესია, კარგად დაისვენოს. ექიმები
სამაგიეროდ, სრულად გამოჯანმრთელდა მიუნხენური გრანდის ფრანგი გარემარბი ფრანკ რიბერი, რომელსაც კუნთი ჰქონდა დაჭიმული. რიბომ გუშინ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და "ჰერტასთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლა შეეძლება.
თუმცა მცირე ტრავმა აწუხებს ბრაზილიელ მარჯვენა მცველ რაფინიას, რომელმაც გუშინ პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა და ისიც მსუბუქად. უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს გრიპი აქვს და "ჰერტასთან" ალბათ ვერ იასპარეზებს. ხორვატი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი კი უკვე სრულ მზადყოფნაშია და იმედი აქვს, რომ ჰაინკესი "ჰერტასთან" ცოტა ხნით მაინც ათამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"