ხსენებულ მატჩში „ზანკტ პაულის“ თავდამსხმელმა მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინა: ბოლო წუთზე მასთან მივიდა და უთხრა, რომ მისი გუნდი კუთხურს არ იმსახურებდა, რადგან ბურთმა მოედანი მისგან დატოვა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ „ზანკტ პაულიმ“ ის თამაში წააგო და იმ სეზონში გერმანიის ელიტას დაემშვიდობა.
ლევერკუზენიც: ლენოც და ადლერიც
ლევერკუზენის
რუმენიგეს ჰაინკესი დიდხანს უნდა
მიუნხენის „ბაიერნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ რეკორდმაისტერის ამჟამინდელ თავკაც იუპ ჰაინკესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა. „მინდა, რომ ჰაინკესი „ბაიერნში“ უფრო დიდხანს დარჩეს და სხვათა შორის, ეს მარტო მე კი არა, სხვა ხელმძღვანელებსაც სურთ, - აცხადებს რუმენიგე, - ჩვენ, „ბაიერნის“ ბოსები მისი მუშაობით აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ და გვჯერა, რომ ჰაინკესს კიდევ დიდხანს შეუძლია უმაღლეს დონეზე მუშაობა.“
„დონ იუპს“ ბავარიულ გრანდთან ხელშეკრულება 2013 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და რუმენიგე იმასაც ამბობს, საჩქარო არაფერიაო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ ჰაინკესმა განაცხადა, 2013 წლამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ახალ კონტრაქტზე ლაპარაკი კი არა, ჯერ ფიქრიც არ ღირსო.
ბეკმა იუვენტუსი დაივიწყა
საუბრები იმის შესახებ, რომ ტურინის „იუვენტუსს“ „ჰოფენჰაიმის“ მარჯვენა მცველის, ანდრეას ბეკის გადაბირება სურდა, ორი წლის წინ დაიწყო, მაგრამ 24 წლის ბეკი დღემდე „ჰოფეშია“. მეტიც: იმის გამო, რომ ამ ზაფხულს ტურინელებმა ანდრეასს ყურადღება აღარ მიაქციეს, ბეკმა „ჰოფენჰაიმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მის ძველ ხელშეკრულებას ვადა მომავალ ზაფხულში გასდიოდა, ახალი კონტრაქტით კი, ბეკმა „ჰოფეს“ თავისი ბედი 2014 წლამდე დაუკავშირა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"